თევზები
თევზები მეოცნებეა, მუდამ თავის ფანტაზიებში ცურავს. მას შეუძლია ღრმა ფიქრებში სხვა ადამიანებსაც კი გადასცეს ემოციები, უსიტყვოდ იურთიერთოს მათთან და ამას წარმოუდგენელი შინაგანი ენერგეტიკის, ინტიუციური, მგრძნობიარე ბუნების წყალობით ახერხებს. თევზების მმართველი პლანეტა ნეპტუნია, ქაოსის, ოცნებების, ფანტაზიის, წარმოსახვის, სურვილების სიმბოლო. ძალიან სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია მიხვდეს, თუ რა სტკივა ან უხარია მის საყვარელ ადამიანს და არა მარტო. ხშირად სხვის საჭიროებებს საკუთარზე მაღლა აყენებს და მუდამ თანაუგრძნობს.
კირჩხიბი
თუ თავს კარგად არ გრძნობთ, მაგრამ გყავთ კირჩხიბი მეგობარი, მაშინ აუცილებლად დაურეკეთ მას. კირჩხიბს მთვარე მართავს, ისიც თევზების მსგავსად წყლის სტიქიის წარმომადგენელია და ასევე ძალიან მგრძნობიარეა. სხვა ადამიანების პრობლემებს ისე განიცდის, როგორც საკუთარს. ყოველთვის უსმენს, თანაუგრძნობს და ეხმარება სხვებს სირთულეების დაძლევაში. საოცრად ემპათიური და კეთილშობილი ზოდიაქოს ნიშანია.
სასწორი
მეგობრული, თანამგრძნობი, მხიარული, კომუნიკაბელური ნიშანია. მათ ბუნებრივად აქვთ სხვების მხარდაჭერის სურვილი. ამაში კი ის ეხმარებათ, რომ ყოველთვის ობიექტურად აფასებენ სიტუაციას და შეუძლიათ ყველა მხარე თანაბრად დაინახონ. სასწორის მმართველი პლანეტა ვენერაა, რაც მას განსაკუთრებულ კრეატიულობის უნარს ანიჭებს. სასწორი დამხმარე ხელია, რომელიც მუდამ მზადაა სხვა ადამიანებს გზის გაკვალვაში დაეხმაროს.
წყარო/ფოტო: Best Life
კომენტარები