NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არქი“ საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს აშენებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არქი“ საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს აშენებს

23 იან 2023 ბიზნესი 105 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „არქი“ თბილისში, 4 877 კვ.მ-ზე, სამვარსკვლავიან სასტუმროს – „Super 8 by Wyndham“ აშენებს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდს წარმოადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 3 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, სამვარსკვლავიან, 13 სართულიან სასტუმროს „Super 8 by Wyndham“ ვაშენებთ, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. სასტუმრო 129 ნომერს მოიცავს და მომხმარებლებს საინტერესო დიზაინს, მიმზიდველ ლოკაციასა და ხელმისაწვდომ ფასს ვთავაზობთ. საქართველოს ბანკთან 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დრომდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. იმედი მაქვს, სამომავლოდაც მათთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი“, – განაცხადა კომპანია „არქი“-ს გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ფინანსურად მხარს ვუჭერთ „Super 8 by Wyndham“ სასტუმროს მშენებლობას. მსგავსი პროექტები ზრდის და აძლიერებს აღნიშნულ სექტორს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

ინფორმაციისთვის, „არქი“ ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის „არქი“-ს 43 პროექტი აქვს განხორციელებული და ის უკვე 30 000-მდე მაცხოვრებელ „არქელს“ აერთიანებს. ბოლო პერიოდში კომპანია სასტუმროს ბიზნესში აქტიურად ჩაერთო და არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური ბრენდის სასტუმროსა და აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე.

კომენტარები

TOP არქი საქართველოს ბანკი 2023-01-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არქი საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კაილი ჯენერი – პარიზის მოდის კვირეული – Schiaparelli შოუ (ვიდეო)

შემდეგი სტატია

2023 წლის იანვრიდან თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი

მსგავსი სტატიები

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე 412 კომპანია დარეგისტრირდა

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე 412 კომპანია დარეგისტრირდა

თამუნა 21 ოქტ 2022

პრემიერმინისტრმა – მამუკა ბახტაძემ m²-ის სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“ – ის მშენებლობის პროცესის დასკვნითი ნაწილი მოინახულა

16 ნოე 2018
„მაგთი“ მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს

„მაგთი“ მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge