NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»პარიზის მოდის კვირეული Schiaparelli-ს ჩვენებით სკანდალურად გაიხსნა (ფოტოები)

პარიზის მოდის კვირეული Schiaparelli-ს ჩვენებით სკანდალურად გაიხსნა (ფოტოები)

23 იან 2023 კულტურა 157 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარიზის მოდის კვირეული, დღეს დილით Schiaparelli-ს ჩვენებით სკანდალურად გაიხსნა და მწვავე კამათი დენიელ როზბერის უახლესი კოლექციის გარშემო ამ დრომდე არ წყდება. ყველაფერი კი მაღალი მოდის კვირეულის ჩვენებაზე მისული კაილი ჯენერის კაბით დაიწყო, რეალითი შოუს ვარსკვლავი და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, Schiaparelli-ს შოუზე, ხავერდის შავი კაბით მივიდა, რომლის მარჯვენა მხარეს, ლომის საკმაოდ რეალური, გიგანტური თავი იყო მიმაგრებული. როგორც აღმოჩნდა, კაბა Schiaparelli-ს უახლესი კოლექციიდან იყო წარმოდგენილი, რომლის მორგების პატივიც კაილის ერგო. რამდენიმე წუთში, ჩვენებაზე, ჯენერის კაბის ზუსტი ასლით, ირინა შეიკი გამოჩნდა და ნაცვლად იმისა, თუ რომელმა უკეთ მოირგო ქმნილება: კაილიმ თუ ირინამ, განსახილველი თემა სულ სხვა რამ გახდა. სამოსის აქსესუარად გამოყენებული ცხოველების თავები, რომლებიც Schiaparelli-ს სოციალური არხების ცნობით ქაფისგან და ხელოვნური ბეწვისგან შექიმნა, მოგვიანებით კი ხელით მოიხატა (და რომლის შექმნისას არც ერთი ცხოველი არ დაზარალებულა), ცხოველების იმ რეალისტურ და სასტიკ ფიტულებს მოგვაგონებდნენ, რომლებიც ასე ხშირად გვინახავს. ცხოველების სილუეტებით ჩვენებაზე კიდევ ორი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი და შალომ ჰარლოუ ვიხილეთ, რომლებსაც რუხი მგლისა და თოვლის ლეოპარდის გამოსახულებებიანი სამოსი ეცვათ.

როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ლეოპარდი, ლომი და მგელი – რომლებიც ვნებას, სიამაყესა და სიხარბეს განასახიერებენ დანტეს საკულტო ალეგორიაში დენიელ როზბერის შთაგონების მთავარ წყაროდ იქცა და მოდის სახლის კრეატიულ ხელმძღვანელს, პოდიუმზე მათი გამოჩენა უფრო თეატრალიზებულად ჰქონდა წარმოდგენილი, ვიდრე სასტიკად, მაგრამ… ჩვენების შემდეგ მნახველებში დენიელის შემოქმედებამ დიდი კითხვის ნიშანი დატოვა, ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს ჩვენების პოტენციურად მავნე შედეგებზე ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა შოუს მოჰყვეს.

თითქოს, ერთი გიგანტი ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს მიმართ ატეხილი სკანდალი დასრულებული კიდევ არ იყო, რომ კრიტიკის ქარ-ცეცხლში Schiaparelli გაეხვა.

“ძალიან სამწუხაროა ამ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ხილვა ისე თითქოს, მოდელებმა, სასტიკი მონადირეების ხალიჩა და მოკლული ცხოველის თავი შემოიხვიეს, რათა ეს ყველაფერი ელეგანტურ, მოდურ სილამაზედ წარმოედგინათ” – დაწერა სოციალურ ქსელში სუპერმოდელმა კრისტი ბრინკელმა და მისი კრიტიკული კომენტარი მხოლოდ ერთ-ერთია იმისგან, რაც Schiaparelli-ს დღევანდელ ჩვენებას მოჰყვა.

წყარო

კომენტარები

TOP პარიზის მოდის კვირეული 2023-01-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პარიზის მოდის კვირეული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან ბერძენიშვილი: დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით, მე ამაზე არ ვღელავ

შემდეგი სტატია

საბა ბუაძე: მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები

მსგავსი სტატიები

ყველაზე ახალგაზრდა პრიმა-ბალერინამ ოლგა სმირნოვამ დიდი თეატრი დატოვა

ყველაზე ახალგაზრდა პრიმა-ბალერინამ ოლგა სმირნოვამ დიდი თეატრი დატოვა

ნინო ჩხეიძე 17 მარ 2022

ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის ელჩის ამპლუაში

02 ოქტ 2017
ინტერვიუ მზექალა შანიძესთან  (ვიდეო)

ინტერვიუ მზექალა შანიძესთან (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 17 იან 2022

უახლესი ამბები

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

  • კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

    კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge