უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში დაჭრილთა და დაღუპულთა სახით 180 000 სამხედრო დაკარგეს. ამის შესახებ ნორვეგიის გენერალური შტაბის უფროსმა ეირიკ კრისტოფერსონმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან 100 000 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული ან დაჭრილი. ნორვეგიელი გენერლის თქმით, დაღუპული 30 000 მშვიდობიანი უკრაინელი. გენერალს არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან აქვს ეს მონაცემები.
კრისტოფერსონის თქმით, ამ დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ომის გაგრძელება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია. გენერალმა მოუწოდა პარტნიორებს, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას აუცილებელი შეიარაღება.
კომენტარები