NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»მოემზადე საჩუქრების კამპანიის ფინალური მარათონისთვის

მოემზადე საჩუქრების კამპანიის ფინალური მარათონისთვის

23 იან 2023 ბიზნესი 79 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა უნდა იცოდე საჩუქრების კამპანიის ფინალის შესახებ?

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების საყოველთაო კამპანიაზე ალბათ უკვე ბევრი გსმენია. კამპანია ნოემბერში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში, მასში 350,000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. ახლა უკვე ფინალური მარათონისთვის აქტიური სამზადისია, რომელიც 29 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება და ამავე დღეს, 23:59 საათზე დასრულდება.

რაც მთავარია, ფინალში მონაწილეობის მიღების საშუალება და 50,000; 20,000 და 10,000 ლარის მოგების შანსი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საჩუქრების კამპანიის საწყის ეტაპზე. თუმცა, აუცილებელია, სარგებლობდე ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომ 29 იანვარს ფინალური მარათონი აპლიკაციის გახსნისთანავე დაგხვდეს.

სანამ მარათონის წესებს და დეტალებს გაგაცნობთ, ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის სტატისტიკასაც გაგიზიარებთ:

  • კამპანიაში ჯამში ჩაერთო 350, 000-ზე მეტი მოთამაშე
  • დაისვა 40 ძირითადი კითხვა და 40 ბონუს კითხვა
  • სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზით დასაჩუქრდა 9000-ზე მეტი მონაწილე ყველაზე რთული კითხვა აღმოჩნდა: “რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის ქმარს?” მასზე სწორად პასუხის გაცემა მხოლოდ 44.6%- მა შეძლო
  •  ყველაზე მარტივი კითხვა: “რისი დაგროვებაა შესაძლებელი თიბისის ციფრულ ბანკში?” 98.8%- სწორი პასუხების რაოდენობა
  • სწორი პასუხების ჯამური მაჩვენებელი: 85.8%
  1. როგორი იქნება ფინალური ეტაპი?

საჩუქრების კამპანიის ფინალი იქნება 20 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს

  2. რა ხდება კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში?

კითხვებზე პასუხი თანმიმდევრობით უნდა გასცე. მარათონს დაიწყებ პირველი შეკითხვით და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მომედვნო კითხვაზე გადახვალ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მიიღებ 3 წუთიან ჯარიმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წუთის განმავლობაში იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებ. თითოეულ კითხვაზე პასუხის მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველ არასწორ მცდელობაზე 3 წუთიანი ჯარიმა თავიდან დაგერიცხება.

   3. როდის გაიგებ გაიმარჯვე თუ არა?

როცა ყველა კითხვას უპასუხებ და მარათონის ბოლოში გახვალ, მაშინვე გაიგებ, რომელ ადგილზე გახვედი, მოხვდი თუ არა პირველ სამ გამარჯვებულს შორის და რა დროში დაასრულე ფინალური მარათონი.

4. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერავინ ვერ უპასუხებს 20-ვე კითხვას?

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა მონაწილემ ვერ შეძლო ფინალური ეტაპის 20-ვე კითხვაზე პასუხის გაცემა, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვას უპასუხა, ყველაზე მცირე დროში. დროის ათვლა ხდება ფინალური მარათონის სტარტის მომენტიდან ბოლო პასუხგაცემული კითხვის მომენტამდე. (მაგალითისთვის, თუ ვერავინ ვერ მოახერხა მე-17 კითხვაზე პასუხი, გამარჯვებული სამეული შედგება მე-16 კითხვაზე პასუხის დროით).

5. რამდენი გამარჯვებული ეყოლება ფინალურ ეტაპს და რა იქნება პრიზი?

ფინალურ ეტაპს ეყოლება სამი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგ პრიზებს: I ადგილი – 50,000 ლარი II ადგილი – 20,000 ლარი III ადგილი – 10,000 ლარი

6. გამოგადგება თუ არა დაგროვილი ქულები ფინალურ ეტაპზე?

ფინალურ ეტაპში მანამდე დაგროვებული ქულები მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მარათონის დაწყებამდე დარჩენილი ქულების სანაცვლოდ მიიღებ შესაბამისი რაოდენობის მინიშნებებს. 200 ქულა = 1 მინიშნებას. მაგალითად, თუ დარჩენილი გაქვს 1000 გამოუყენებელი ქულა, ფინალურ ეტაპზე მიიღებ 5 მინიშნებას.

7. რაში დაგჭირდება მინიშნებები?

მინიშნებები დაგეხმარება, უპასუხო ფინალური ეტაპის რთულ კითხვებს. თითო კითხვაზე მხოლოდ ერთი მინიშნების გამოყენებას შეძლებ.

8. როგორ ჩაერთო ფინალურ მარათონში?

ფინალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საწყის ეტაპზე. ფინალის დღეს, მარათონში ჩართვას შეძლებ აპლიკაციის გახსნისთანავე, ავტორიზაციის გავლამდე არსებული ფინალური თამაშის გვერდიდან.

9. აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს ფინალში მონაწილეობის მისაღებად?

ფინალში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: Android – 6.29.5, ხოლო iOS – 4.29.0

შეგახსენებთ, რომ ფინალური მარათონი 29 იანვარს, კვირას, 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, არ დაგავიწყდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლება. უფრო ვრცლად ნახეთ აქ: https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts-final

 

კომენტარები

TOP თიბისი 2023-01-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალეპოში შენობის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა

შემდეგი სტატია

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ტურისტული შემოდინებები მიგრაციის ეფექტის ჩავლით ისტორიულ მაქსიმუმზეა

მსგავსი სტატიები

82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

ირაკლი შალიკაშვილი 09 თებ 2022
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქაერონავიგაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და  სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქაერონავიგაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით

18 მაი 2018
გურამ შავდიას სოლო გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში

გურამ შავდიას სოლო გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში

თამუნა 14 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge