NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რომან ბოკერია: რუსეთის მთავრობას ქართველების სახელით თხოვნა გავუგზავნეთ – ფრენები უნდა აღდგეს

რომან ბოკერია: რუსეთის მთავრობას ქართველების სახელით თხოვნა გავუგზავნეთ – ფრენები უნდა აღდგეს

19 იან 2023 პოლიტიკა 340 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„7 დეკემბერს საქართველოს დიასპორის და რუსეთის დუმის ინიციატივით რუსეთში შედგა შეხვედრა, სადაც ჩვენ განვიხილეთ და ვთხოვეთ, რომ ქართველები, ვინც ვიჩაგრებით, ვისაც არ გვაქვს კომფორტაბელური მიმოსვლა, რატო ვიჩაგრებით, რატომ გვჩაგრავთ, გვჭირდება ეს რეისები. შეხვედრაზე მიღებულ იქნება გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება გადაეგზავნა რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ აღდგეს ავიარეისები“, – ამის შესახებ Georgian Airways-ის ყოფილმა დირექტორმა და მოსკოვის და საქართველოს ბიზნესბროკერიჯის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, რუსეთში მე გამოვხატე საქართველოს დიასპორის, ქართველების, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მათი ინტერესი და თხოვნა. ყოველდღიურად შეხვედრები მაქვს მათთან, სხვადასხვა პლატფორმაზე, მათი თხოვნა იყო ეს, 1 მილიონი მოსახლეობაა…

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ჩვენი ეკონომიკისთვის გადამჭრელად მნიშვნელოვანია. პირდაპირი ავიარეისები საქართველო-რუსეთს შორის, ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქართველი თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი, რომლებიც სხვადასხვა გათვლებით არის 1 მილიონი და საქართველო-რუსეთს შორის ბრუნავს. ეს არის ის ხალხი, რომელიც აფხაზეთის ომის შემდგომ რუსეთში გადასახლდა, მათი ცოლები, შვილები, ნათესავები, სხვადასხვა იმპორტი, ექსპორტი… გვინდა, თუ არ გვინდა, რუსეთთან ვართ დაკავშირებული.

არ ვსაუბრობ ამაზე, როგორც პოლიტიკურ საკითხზე, ვსაუბრობ როგორც ეკონომიკურ საკითხზე და როგორც ბიზნესმენი, მე ვაფასებ, რომ ჩვენი ეკონომიკის წარმატებისათვის, წინსვლისათვის, ჩვენი ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის და კომფორტული მგზავრობისთვის პირდაპირი ავიარეისები, არა როგორც პოლიტიკურ ერთეულთან, არამედ როგორც ბაზართან არის მნიშვნელოვანი.

სხვადასხვა გათვლებით მაშინ როცა 2019 წელს შეწყდა პირდაპირი ავიარეისები საქართველო-რუსეთს შორის საქართველოს ეკონომიკამ განიცადა 2.5 მილიარდიდან 8 მილიარდამდე ზარალი. ეს იყო ზარალი ავიამიმოსვლებიდან, ტურიზმიდან, საშუალო ბიზნესიდან, როგორიც არის სასტუმროებიდან, რესტორნებიდან…

შეხედეთ გეოგრაფიულ რუკას, გინდა, არ გინდა შენი გეოპოლიტიკური პარტნიორია, გეოგრაფიას ვერსად წაიღებ, 17 მილიონი კვადრატულ მეტრზე განლაგებული არის უზარმაზარი რესურსები, სიმდიდრეები, ნედლეული… ამისგან უარის თქმა, დავუშვათ, იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკური დაძაბულობაა, არ შეიძლება.

იმიტომ, რომ ეკონომიკას თავისი ცხოვრების სტილი აქვს, ბიზნესს თავისი ცხოვრების სტილი აქვს. კი, შეიძლება პოლიტიკურად რაღაც არასწორი იყოს, მაგრამ ეკონომიკურად ეს არის უმნიშვნელოვანესი წყარო“, – აცხადებს ბოკერია.

 

კომენტარები

TOP რომან ბოკერია რუსეთი 2023-01-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რომან ბოკერია რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერიის 3.1-მილიონიანი ტენდერი კვლავ გრინსერვისმა მოიგო

შემდეგი სტატია

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი: თუ პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება – ბატონო პუტინ, ანგარიში უნდა შეცვალოთ, უკრაინიდან უნდა წახვიდეთ

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: წმინდა გიორგისა და დრაკონის დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ დრაკონის მხარეს დგას

პაატა მანჯგალაძე: წმინდა გიორგისა და დრაკონის დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ დრაკონის მხარეს დგას

ნინო ჩხეიძე 23 ნოე 2022
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

რუსეთის პატრიარქი კირილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

ნინო ჩხეიძე 04 იან 2023
ტაიმერი” ჩართულია, დღეს „ნაცმოძრაობის” პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო

ტაიმერი” ჩართულია, დღეს „ნაცმოძრაობის” პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო

ირაკლი შალიკაშვილი 06 თებ 2020

უახლესი ამბები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

    ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge