NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის, ეს ჩვენც გვეხება და მემგონი ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის, ეს ჩვენც გვეხება და მემგონი ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია

19 იან 2023 პოლიტიკა 115 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მე მგონი ამ ომმა დაგვანახვა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა.

„დიდი მადლობა ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. თქვენ ბრძანეთ უკრაინაში მიმდინარე ომი. ეს კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მე მგონი ამ ომმა დაგვანახვა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში, მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა. შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი და კომპანია „Limak Holding“ -ის თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. პანელის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.

კომენტარები

TOP დივერსიფიკაცია ირაკლი ღარიბაშვილი 2023-01-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დივერსიფიკაცია ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ოთხი თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის ჩამოვიდნენ, ჩადონ ინვესტიციები

შემდეგი სტატია

დმიტრო კულება: დასავლეთი ჯერ კიდევ ბლოკავს ორი ყველაზე საჭირო ტიპის იარაღს

მსგავსი სტატიები

მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია

მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია

ირაკლი შალიკაშვილი 25 თებ 2022
შენიშვნები, რომელიც იყო წამოსული რა თქმა უნდა მიღებული და გასწორებულია – კახა კალაძე თბილისის გენგეგმაზე საუბრობს

შენიშვნები, რომელიც იყო წამოსული რა თქმა უნდა მიღებული და გასწორებულია – კახა კალაძე თბილისის გენგეგმაზე საუბრობს

28 თებ 2019
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე – დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა “ქოცები”

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე – დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა “ქოცები”

ირაკლი შალიკაშვილი 05 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • მარია ზახაროვა: ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუსს არ შეურთდება

    მარია ზახაროვა: ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუსს არ შეურთდება

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge