ვერძი
მისი მმართველი პლანეტა მარსია, ომის ღმერთი, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ ნიშანს წარმოუდგენელი ბრძოლის ჟინი, გამბედაობა და შეუპოვრობა ახასიათებს. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, უკან დახევა მისი სტილი არ არის, უშიშარია და ყოველთვის იცის, როგორ მიიღოს სასურველი. ვერძი ბუნებით ლიდერია, იგი ბერძნული ღვთაების არესის განსახიერებაა.
ლომი
ამ ზოდიაქოს სიმბოლო თავად ცხოველთა მეფე, დიდებული ლომია. ჰეროიკული ნიშანია, რომელსაც უყვარს სიმამაცე, თავის გამოჩენა, ბრძოლა, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის შესაძლებლობების დამტკიცება. როცა ამის საშუალება მიეცემა, უკან არასოდეს იხევს. ლომის მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ იგი ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას სხვა ადამიანები. ეს ნიშანი კარგად იცნობს საკუთარ თავს და იცის რა შეუძლია. მისი შეშინება ძალიან რთულია. იმდენად სწამს თავისი შინაგანი ძალის, რომ მის ყოველ ქმედებას თან საოცარი გამბედაობა ახლავს.
მორიელი
ბევრი რამ არის, რითაც ეს ნიშანი, შესაძლოა, სახიფათო იყოს. მისი მმართველი პლანეტა პლუტონია, იდუმალი, მისტიკური, ბნელი. წყლის სტიქიის ძალზედ კომპლექსური წარმომადგენელია. წყალი კი, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე ძლიერი სტიქიაა, შესაბამისად, მორიელს ძალიან ძლიერი შინაგანი სამყარო და ემოციური ინტელექტი აქვს. იგი იმდენადაა სახიფათო, რამდენადაც გამბედავია. მან იცის, როგორ იბრძოლოს და ამასთანავე, როგორ ითამაშოს. მორიელი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ზოდიაქოს ნიშანია.
წყარო/ფოტო: Bustle
კომენტარები