NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თაზო დათუნაშვილი: საათივით აწყობილ საჯარო მოხელეებს პრემიერმა „დამსახურებული“ 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა

თაზო დათუნაშვილი: საათივით აწყობილ საჯარო მოხელეებს პრემიერმა „დამსახურებული“ 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა

13 იან 2023 პოლიტიკა 289 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია “ლელოს“ ინფორმაციით, საქართველო, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით წელიწადში 15 დასვენების დღით (მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელორუსში კი – 9). ინფორმაციის თანახმად, „ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პრემიერის დადგენილებით, საახალწლოდ დამატებით უქმე დღეების გამოცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან დღეში 80 მილიონი ლარი გაიფლანგა.

„ძველით“ ახალი წელიც დგება და ამ უსაშველო კალენდარულმა გაუგებრობამ გამახსენა, რომ ამ „ახალ წლებზე“ ჩვენმა პრემიერად წოდებულმა, აგრესორი „მოძმე” პუტინივით, 3-დან 6 იანვრის ჩათვლით, საათივით აწყობილ საჯარო სექტორს “დამსახურებული” 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა.

გორის მერის კარგად გამოძინებული სახე იქით იყოს და რატომ გამახსენდა ეს ამბავი? – ახალი წლის დღეებში ბევრ ჩვენგანთან ხან შუქი ჩაქრა რამდენიმე საათით, ხან წყალი წავიდა მთელი დღით. ბევრს ნებართვა დასჭირდა მუნიციპალიტეტში და ვერ აიღო. ბევრს იუსტიციის სახლში ამონაწერის მიღება გადაუვადდა და ზოგმა უბრალოდ ვერ იქორწინა. კიდევ რამდენი რამ ვერ შევძელით, რადგან საჯარო მოხელეებმა „გადააბეს“, ჩვენსავით კი არა, 3 იანვარს 9 საათიდან საქმეს რომ დავუბრუნდით, არამედ რომელიმე მილიციელი ვოვასავით სარანსკში, პუტინმა რომ „დამსახურებულად“ დაასვენა.

საჯარო მოხელეებს არაფერს ვერჩი, ისეც ბიუროკრატები არიან და ასეც. აქ პრობლემა სხვაგანაა. საქართველო, სლოვაკეთთან ერთად, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით (ამ დამატებითი 4 დღის გარეშე) წელიწადში 15 დასვენების დღით. მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელორუსშიც კი 9 დღეა! ანუ, ევროპაში ყველაზე მეტი დღე “ოფიციალურად ვისვენებთ”, ისევ არ ვთვლი გორის მერის უხელფასო შვებულებებს.

პრემიერის დადგენილებაში, პროვინციელი რაიკომის მდივნისთვის დამახასიათებელი მკაცრი ტონით კი ეწერა, სახელმწიფო შესყიდვებს არ ეხებათო, მაგრამ ამ დღეებში გზებზე დაყრილი მარილის რაოდენობამ გვაჩვენა, რომ თურმე ეხებათ და საკმარისი მარილი არ ჰქონდათ.

მარილიც იქით იყოს და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორის დასვენებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შორის პირდაპირი ბმა არ არსებობს, ეკონომისტების სხვადასხვა დათვლებით, საქართველოს ეკონომიკას ერთი უქმე დღე დაახლოებით 80 მილიონი ლარის ზარალად უჯდება. “ორნიშნა” ზრდის პირობებში დამატებით, ერთი დადგენილებით, 320 მილიონი ლარი რა ფულია, ამაზე რომ ვიწუწუნოთ და აღვშფოთდეთ, მაგრამ მაინც.

ასე რომ, ამიერიდან გახსოვდეთ, თქვენი მერიაში მომუშავე მეზობელი 3 იანვარს სამსახურში მიმავალს, სახლის ფანჯრიდან ხალათში გამოწყობილი, დინჯად რომ გაყოლებთ თვალს, აი მაგ საშინელ განცდას ისიც ემატება, რომ ეგ ამბავი დღეში 80 მილიონი ლარი ჯდება!” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კომენტარები

TOP თაზო დათუნაშვილი 2023-01-13
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თაზო დათუნაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვლადიმერ პუტინი: სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანა მათთანაა

შემდეგი სტატია

რუსმა როკ მუსიკოსმა, ბორის გრებენშიკოვმა საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა

მსგავსი სტატიები

უსუფაშვილი: ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ კანდიდატს ვერ ექნება

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
„ბუჩაში ჩამოდითზე“ პასუხი ერთადერთია „მოვდივართ“, როდესაც ამას ჭირისუფალი გეუბნება – იაგო ხვიჩია

„ბუჩაში ჩამოდითზე“ პასუხი ერთადერთია „მოვდივართ“, როდესაც ამას ჭირისუფალი გეუბნება – იაგო ხვიჩია

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2022

ევროსაბჭოს წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობით დაინტერესდნენ

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge