ციტოს პედიატრიული სამსახური მოწოდებულია ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო მომსახურება ბინაზე – ბავშვისათვის არასტრესულ გარემოში.
ეს მომსახურება ითვალისწინებს ყველა იმ სამედიცინო შემთხვევის დიაგნოსტიკასა და მართვას ბინაზე, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
- მაღალი კვალიფიკაციის ექიმი პედიატრები და მედდები;
- თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული დიაგნოსტიკური საშუალებები;
- მუდმივი კომუნიკაციის საშუალება ექიმ – პედიატრთან აპლიკაციის მეშვეობით;
- ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა მკურნალობის პროცესზე;
- მშობელის მიერ ბავშვის სამედიცინო ინფორმაციაზე ონლაინ წვდომა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან
ყველაფერი ეს უზრუნველყოფს პატარა პაციენტთა დროულ დიაგნოსტირებასა და ეფექტურ მკურნალობას.
ციტოს პედიატრიული სამსახურის გამოსაძახებლად შეგიძლიათ დარეკოთ ციტოს ქოლცენტრის ნომერზე 032 2 29 06 71
კომენტარები