NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია

ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია

10 იან 2023 პოლიტიკა 184 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია“, – ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი – მოწამვლა, ტერაქტი, შემოვარდნა.

მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთთან არ შეიცვლება, ვიდრე არ დაინახავს, რომ რუსეთმა ომი წააგო.

„ხელისუფლებამ დაიწყო საზოგადოებაზე შეტევა. მიდის დისკრედიტირება მთლიანად მთელი დასავლური ცივილიზაციის, მისი ღირებულებების. რეალობა არის ერთი, საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან. დასავლეთთან დაპირისპირება დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან. ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, რუსეთის ეშინია. ამიტომ, ხელისუფლებას ურჩევნია ასეთი პოლიტიკა გაატაროს, რადგან მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ასეთი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

რუსეთის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი – მოწამვლა, ტერაქტი, შემოვარდნა. დასავლეთიდან ეს – გამორიცხულია. ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების პოზიცია.

ჯერჯერობით ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველაფერი ისე წავა, როგორც უნდა წავიდეს და უკრაინაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ, თუმცა ლოგიკური ხელჩასაჭიდი რომ ეს ასე  მოხდება არ არის. სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაინახავს, რომ რუსეთმა უკვე წააგო ყველაფერი მანამდე შეეცდება ეს პოლიტიკა გაატაროს.

ჩვენი მოკავშირეები ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, მაგრამ ამასთან, ცდილობენ ხიდები არ დაწვან. ხელისუფლებას თავისი ქმედებები გასდით, იმიტომ, რომ საზოგადოებაში რეალური პროტესტი არ არის“, – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

კომენტარები

TOP ვახტანგ ძაბირაძე 2023-01-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვახტანგ ძაბირაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი განწირული ჰყავთ სასიკვდილოდ, ეს არის ვენდეტა

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერზე: ჩანაწერის გავრცელება შესაძლოა, მელიასთვის სასარგებლოც აღმოჩნდეს

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო დამკვირვებელი – შევნიშნეთ  მცირე, უმნიშვნელო შეცდომები, რომელსაც არჩევნებზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება

საერთაშორისო დამკვირვებელი – შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები, რომელსაც არჩევნებზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება

ირაკლი შალიკაშვილი 02 ოქტ 2021

ბაჩო ახალაია უარს ამბობს ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში

18 აგვ 2017
ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება დისტანცია, ისინი ამას  დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე კანონმორჩილება

ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება დისტანცია, ისინი ამას დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე კანონმორჩილება

ირაკლი შალიკაშვილი 16 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

    თაზო დათუნაშვილი: სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა

  • მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

    მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge