“დამირეკეს ერთერთი არხიდან. ინტერვიუ მთხოვეს ლევილში დაცული ბეჭდური გამოცემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ ვიმყოფებოდი, რომ არ ეფიქრათ, თავი აარიდაო, მესენჯერიდან გავეცი პასუხი კითხვებზე. სად გაუშვეს? ნურას უკაცრავად. არაფერი არ გასულა ეთერში. მე ვკითხულობ: რატომ ხდება ამ ქვეყანაში, რომ როცა ათეულობით წლის განმავლობაში მიტოვებულ საქმეს ვიღაც ღვთისნიერი მიაქცევს ყურადღებას, დაიწყება არქივის დამუშავება და დახარისხება, მაშინ აღმოჩნდება, რომ ეს არქივი ნადგურდება და ისპობა? მე როგორც ვიცი, ლევილის სხვენი დახურული და დალუქული იყო. მაინტერესებს-როგორ მოხდა ამ ე.წ. “სენსაციური მასალის” გადაღება? ვადასტურებ, რომ ლევილის ბიბლიოთეკა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ასევე ვკითხულობ: გაუმჯობესდა ამ ბოლო დროს მისი მდგომარეობა თუ გაუარესდა? და კიდევ ერთი: არ შეიძლებოდა, რომ ჩემი ეს კითხვები გადაცემაში გაეშვათ?” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი.
ცნობისათვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევილში დაცული ბეჭდური გამოცემები და შენობა სავალალო მდგომარეობაშია.

კომენტარები