2023 წელს რუსეთიდან საქართველოში $67 მლნ-ის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში დან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. 67 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 20.3 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 19.8 მლნ დოლარი კი უძრავი ქონების სფეროში.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.
„2017-2023 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 5% იყო. თუმცა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 37% ოფშორებიდან[5] შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.[6] 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია. 108 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 71 მლნ დოლარი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობების სფეროში ჩაიდო, 27 მლნ დოლარი მშენებლობაში, 15 მლნ დოლარი საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. 67 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 20.3 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 19.8 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში, 6.4 მლნ დოლარი საინფორმაციო ტექნოლოგიებში და 5.2 მლნ დოლარი ჯანდაცვაში“, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე დაგაინტერესებთ