2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია – Gnomon Wise

კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise კავკასიის ეკონომიკური ზრდის შესახებ ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია.
ამავე ცნობით, 2022 წელს კავკასიის ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს აღწევდა. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება დან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და წინა წელთან შედარებით, ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება. მიმდინარე წლის იანვარში ზრდამ 6.2% შეადგინა. რეგიონში ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი აზერბაიჯანში დაფიქსირდა. 2023 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში ზრდამ 5% შეადგინა. აზერბაიჯანის ეკონომიკის 36.9% ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უკავია. ამ ინდუსტრიის გარეშე, ზრდის ტემპმა 12.3% შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, გასული წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო, სამშენებლო, ინფორმაცია და ტელეკომუნიკაციების სექტორებმა შეიტანეს. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ვაჭრობა, მრეწველობა და უძრავი ქონების სექტორებში.
კავკასიის რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით სომხეთი გამოირჩევა. გასულ წელს სომხეთის ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ეკონომიკა 10.7%-ით გაფართოვდა. სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სავაჭრო სექტორს აქვს, რომელმაც ამ პერიოდში 19.3%-ით მოიმატა, ხოლო სამშენებლო დარგმა კი – 9.5%-ით.
ინფლაციის მაჩვენებელი კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს იმეორებს. საუკეთესო მდგომარეობა სომხეთშია, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აზერბაიჯანში ფიქსირდება. აზერბაიჯანში ინფლაციის ტემპი, კლების მიუხედავად, შედარებით მაღალ ნიშნულზე რჩება. 2024 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.8% შეადგინა. იანვარში ინფლაცია 1.7% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებშიც გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. იანვარ

ასევე დაგაინტერესებთ