2023 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა – საქსტატი

2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 8,8 პროცენტით გაიზარდა და 51,7 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც – მესამე კვარტალში მისი მოცულობა 19,9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5,2 პროცენტით მეტია.
2023 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64,2 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15,3 პროცენტი – საშუალოზე. ხოლო 20,5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს