2023 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 529.1 მლნ დოლარი შეადგინა

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.1 მლნ. დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 438.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 14.0 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…