NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»მამუკა მამულაშვილი: მგონია, რომ 2023 წელი რუსეთის დამარცხების წელი იქნება. დამარცხების შემდეგ რუსეთს რეგულარული არმია არ ეყოლება, უკვე განადგურებულია უკრაინაში

მამუკა მამულაშვილი: მგონია, რომ 2023 წელი რუსეთის დამარცხების წელი იქნება. დამარცხების შემდეგ რუსეთს რეგულარული არმია არ ეყოლება, უკვე განადგურებულია უკრაინაში

30 დეკ 2022 მსოფლიო 150 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიჭების დიდი რაოდენობა, ვინც აქ, უკრაინაში არის 9 წელია, დიდი ხანია, რაც ახალ წელს ოჯახში არ ხვდება. არ გვახსოვს როგორია ახალი წელი მშვიდობიანობის დროს. ცდილობენ სუფრა ქართულ სუფრას მიამსგავსონ, აღნიშნონ, მაგრამ თქვენც გესმით, რომ სუფრა ომში ისეთივე ვერ იქნება, როგორის მშვიდობიანობის დროს,- ამის შესახებ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ 2023 წელი რუსეთის დამარცხების წელი იქნება.

„ბიჭების დიდი რაოდენობა, ვინც აქ, უკრაინაში არის 9 წელია, დიდი ხანია, რაც ახალ წელს ოჯახში არ ხვდება. ჩვენთვის იმდენად ჩვეულებრივია ახალ წელს ასეთ პირობებში ყოფნა, რომ არ გვახსოვს როგორია მშვიდობიანობის დროს. ცდილობენ სუფრა ქართულ სუფრას მიამსგავსონ, აღნიშნონ, მაგრამ თქვენც გესმით, რომ სუფრა ომში ისეთივე ვერ იქნება, როგორის მშვიდობიანობის დროს. რამდენიმე საათი მშვიდობის იმიტაციას აკეთებენ.

მგონია, რომ 2023 წელი რუსეთის დამარცხების წელი იქნება. შეერთებულმა შტატებმა დამატებით 45 მილიარდი გამოყო შეიარაღებისთვის და მგონი, ეს საკმარისია, რომ რუსეთი საბოლოოდ დამარცხდეს. დამარცხების შემდეგ რუსეთს რეგულარული არმია არ ეყოლება, უკვე განადგურებულია უკრაინაში და ბოლომდე განადგურდება“,- აღნიშნავს მამულაშვილი.

გარდა ამისა, მან 1990-იან წლებში, 15 წლის ასაკში ტყვეობაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთს ბარბაროსული წესები აქვს, უკრაინაში კი იმავეს ვხედავთ, რასაც აფხაზეთში, 90-იან წლებში.

“ბარბაროსული ერია და ბარბაროსული წესები აქვთ. ტყვეებსაც სათანადოდ უსწორდებიან, უკრაინაში იმავეს ვხედავთ, რასაც აფხაზეთში, 90-იან წლებში. ეს იყო პერიოდი, როდესაც დავრწმუნდი, რომ რუსეთის წინააღმდეგ უნდა მებრძოლა.

15 წლის ასაკში, ტყვეობისას, უბრალოდ გადამცვალეს აფხაზ ტყვეში, როგორც ყველა ჯარისკაცს ისე მექცეოდნენ. იცით, რომ მოფერებით არავინ მოგეფერებოდა. თვითონ აფხაზებისგან არ მახსოვს სასტიკი მოპყრობა. სასტიკი მოპყრობა ძირითადად იყო ჩამოყვანილი რუსი ოფიცრებისგან, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები ინფორმაციის მოპოვებაში, ტყვეების წამებაში. ყველაფერი სისასტიკე რუსებისგან გვახსოვს“,- აღნიშნავს მამულაშვილი.

კომენტარები

TOP მამუკა მამულაშვილი 2022-12-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა მამულაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბონდო მძინარაშვილი: “ქართულ ოცნებაში” სრულ ჭკუაზე ხართ?! არ მინდა ისეთი ევროპული საქართველო, სადაც …

შემდეგი სტატია

ფოთის #4 საჯარო სკოლის ბავშვები და დირექტორი – საზეიმო ღონისძიებაზე (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მადრიდის სამიტზე ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციას შეათანხმებს, სადაც რუსეთი ნახსენები იქნება, როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მადრიდის სამიტზე ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციას შეათანხმებს, სადაც რუსეთი ნახსენები იქნება, როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე

ირაკლი შალიკაშვილი 23 ივნ 2022
ალექსეი არესტოვიჩი: ბელარუსები მშიშრები არ არიან – ისინი უბრალოდ საღად ფიქრობენ: რატომ უნდა იჩხუბონ მეზობელთან, რომელსაც ძმად თვლიან

ალექსეი არესტოვიჩი: ბელარუსები მშიშრები არ არიან – ისინი უბრალოდ საღად ფიქრობენ: რატომ უნდა იჩხუბონ მეზობელთან, რომელსაც ძმად თვლიან

ნინო ჩხეიძე 12 მარ 2022
ჯოზეფ ბორელი: რუსეთს ზამთრის იმედი აქვს და უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს

ჯოზეფ ბორელი: რუსეთს ზამთრის იმედი აქვს და უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს

ნინო ჩხეიძე 04 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge