ამ ნიშანს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც 23 სექტემბერსა და 22 ოქტომბერს შორის იბადებიან. სასწორი შარმიანი, ქარიზმატული, დიპლომატი ზოდიაქოს ნიშანია. მისი უნიკალური ხასიათისა და თვისებების წყალობით ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში იყოს.
სასწორს სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს. გასაკვირია არაა, რომ მას ხელოვნებისა და სილამაზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. სასწორი ჰარმონიის, ბალანსისა და სიმშვიდის სიმბოლოა. იგი ექსტრავერტია, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, თვითგამოხატვა, ინტელექტუალური საუბრები. დეტალურად აანალიზებს ყველა სიტუაციას და განსჯის ლოგიკურად.
მას არ უყვარს კონფლიქტი და დაძაბულობა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს მსგავსი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად. ხშირად, თანახმაა, რომ მსხვერპლიც კი გაიღოს, რათა სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროს. იგი თავის საჭიროებებს უკანა პლანზე აყენებს და სხვა ადამიანებს ემოციურად თანაუგრძნობს.
მიუხედავად იმისა, რომ სასწორს უყვარს საუბარი, ყურადღება, ახალი ამბების გაზიარება, იგი ძალიან ერთგული და ყურადღებიანია, არასოდეს გასცემს თქვენს საიდუმლოს. აფასებს, როცა ადამიანები ენდობიან. ჯონ ლენონი, მაჰათმა განდი, სერენა უილიამსი ცნობილი სასწორები არიან. ამ ზოდიაქოს ნიშანს განსაკუთრებული ლტოლვა გააჩნია თვითგამოხატვისკენ. მას მოსწონს, როდესაც თავის კვალს ტოვებს საზოგადოებაში.
წყარო/ფოტო: Numerology Sign
კომენტარები