NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გალტ & თაგარტი 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევას აქვეყნებს

გალტ & თაგარტი 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევას აქვეყნებს

27 დეკ 2022 ბიზნესი 290 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საინვესტიციო ბანკმა „გალტ & თაგარტმა“ 2023 წლის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა ეფუძნება მსოფლიოში წამყვანი 10-ზე მეტი საინვესტიციო ბანკის მოლოდინებს შემდეგ წელთან დაკავშირებით. ანგარიში მიმოიხილავს ოთხ ძირითად თემას: 2022 წლის შეჯამებას, 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის შესაძლო განვითარების სცენარებს და მოლოდინებს აქციებისა და ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე.

საბაზისო მოლოდინის მიხედვით, S&P 500-ს ინდექსი 2023 წლის განმავლობაში 6%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ზრდამ შესაძლოა 18%-საც კი მიაღწიოს. ფაქტიური შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტემპით შემცირდება გლობალური ინფლაცია, რაზეც მოქმედებს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და ჩინეთის ეკონომიკის ჩაკეტვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოპტიმისტური მოლოდინებია სავალო ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე, რადგან ამ აქტივის კლასში შემავალი ინსტრუმენტების შემოსავლიანობა ისტორიულად მაღალ დონეზეა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ უპრეცედენტოდ სწრაფად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2023 წელი გამორჩეული იქნება ბაზრების მნიშვნელოვანი მერყეობით. შესაბამისად, ინვესტიციების პასიური მართვის მეთოდი, რომელსაც ხშირად მიმართავენ ინვესტორები, ნაკლებად ეფექტური იქნება ასეთ გარემოში. ამ მოლოდინის გათვალისწინებით, ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ მიმდინარე მოვლენებს და შესაბამისად მოახდინონ რეაგირება თავიანთ საინვესტიციო პორტფელებთან მიმართებით.

„2022 წელი გამორჩეული იყო მთელი რიგი გლობალური გამოწვევებით, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი და გლობალური ინფლაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟებზე ინვესტირებისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ეფუძნება როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე მომავალ წელთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს. სწორედ ამ მიზნით, აღნიშნულ კვლევაში ჩვენ შევაჯამეთ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინები 2023 წელთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ქართველი ინვესტორები გაეცნობიან თუ რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს ინვესტირებასთან დაკავშირებით შემდეგ წელს და რა ინსტრუმენტებში ინვესტირებაა შედარებით მიმზიდველი.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი მომავალშიც შესთავაზებს ქართველ ინვესტორებს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებულ პერიოდულ ანალიტიკას.“ – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. კვლევის სრული ვერსიის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

 

კომენტარები

TOP საინვესტიციო ბანკი 2022-12-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP საინვესტიციო ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კადრები რუსთავიდან – პოლიციელმა ბინაში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვი გამოიყვანა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ კომპანია „მკისა“ ჩაერთო

მსგავსი სტატიები

საბა 2022 იწყება!

საბა 2022 იწყება!

თამუნა 23 თებ 2022
ეროვნული ბანკი: …მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს

ეროვნული ბანკი: …მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2022
ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა

ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა

თამუნა 23 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge