NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ ბატიაშვილი: პუტინი განწირულია მარცხისთვის

ზურაბ ბატიაშვილი: პუტინი განწირულია მარცხისთვის

26 დეკ 2022 პოლიტიკა 149 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსეთს ბევრი აღარაფერი დარჩენია, ის განაგრძობს ტერორს“, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

ბატიაშვილი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს და რაიმე შეთანხმებას ახლა აზრი არ აქვს.

მისი თქმით, პუტინი მარცხისთვის არის განწირული.

„რუსეთს ბევრი აღარაფერი დარჩენია, ის განაგრძობს ტერორს უკრაინელების წინააღმდეგ და ამ სადღესასწაულო დღეებშიც, რა თქმა უნდა, ქალაქებს დაბომბვას გააგრძელებს. მას არ აქვს დარჩენილი რაიმე სახის ტექნიკა იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე გარდატეხა შეიტანოს. ჩვენ ვნახეთ ბახმუტთან ბრძოლები, სადაც მათ ათეულ ათასობით რუსი ჯარისკაცი ყოველგვარი შედეგის გარეშე შეეწირა ამ შეტევებს. მას დარჩა მხოლოდ შეტევები – ენერგოსისტემაზე და სამოქალაქო მოსახლეობაზე.

რაც დრო გადის, მარაგები რუსეთს ეწურება და იზრდება დასავლეთის დახმარება უკრაინის მიმართაც. პეტრიოტის სისტემები მნიშვნელოვანია. უკრაინელები იბრძვიან ბოლომდე და სამხედრო გზით ცდილობენ გაათავისუფლონ ტერიტორიები. პუტინი როგორც წესი, მთელი 2022 წლის განმავლობაში ცუდსა და უარეს არჩევანს შორის, ყოველთვის უარესზე აკეთებს არჩევანს. დაბომბვებით ვერ გატეხა უკრაინელი მოსახლეობა.

ყველამ იცის, რომ პუტინთან საუბარს და რაიმე შეთანხმებას ახლა აზრი არ აქვს, იგი გარიყულია საერთაშორისო თანამეგობრობისგან. პუტინი განწირულია და მას არ აქვს არავითარი გამოსავალი“, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის განცხადებით, თუ ბელარუსის მხრიდან მოხდება კიევზე თავდასხმა, მაშინ უკრაინას საშუალება ექნება დაბომბოს სამხედრო ობიექტები ბელარუსის ტერიტორიაზე.

„ლუკაშენკოს ძალიან კარგად ესმის, რომ ნებისმიერი სახით ბელარუსის ომში ჩართვა ნიშნავს მისი ხელისუფლებისთვის საფრთხის შექმნას. მას შეიძლება სამხედროები შემოუტრიალდნენ. უკრაინას ხელ-ფეხი ეხსნება, რომ დაბომბოს სამხედრო ობიექტები ბელარუსში და თავად ბელარუსის პრეზიდენტზე მიიტანოს იერიში.

მოლდოვამ დაუშვა ერთი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც უარი თქვა საკუთარი შეიარაღებული ძალების ქონაზე. მოლდოვას იქნება უკრაინის და რუმინეთის იმედზე. რუსეთს ამ ეტაპზე არ შესწევს უნარი ომი 2 ფრონტზე აწარმოოს“, – დასძენს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.

კომენტარები

TOP ვლადიმერ პუტინი ზურაბ ბატიაშვილი 2022-12-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვლადიმერ პუტინი ზურაბ ბატიაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაატა მანჯგალაძე: ვიცი, რომ პრეზიდენტი ნაწყენია, მაგრამ ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არაა?!

შემდეგი სტატია

კახა კალაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე: საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე

მსგავსი სტატიები

“საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”

“საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”

ნინო ჩხეიძე 09 მარ 2021
საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს

ნინო ჩხეიძე 14 ივლ 2022
ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია, რომელსაც შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია, რომელსაც შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

ირაკლი შალიკაშვილი 18 თებ 2020

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge