NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»საინტერესო ფაქტები ძველი ეგვიპტელების შესახებ

საინტერესო ფაქტები ძველი ეგვიპტელების შესახებ

24 დეკ 2022 მსოფლიო 264 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ანტიკურ ეგვიპტეში დიდ თაყვანს სცემდნენ ცხოველებს, განსაკუთრებით კატებს, რომლებსაც ღვთაებრივ არსებებად მიიჩნევდნენ და მათ განადიდებდნენ. გარდა კატებისა, ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ ლომებს, არწივებს და ძაღლებს.

ბასტეტი, ეგვიპტელთა ღმერთი, კატისთავიანი ქალღმერთი გახლდათ, რომელიც იქაური ხალხის რწმენით, სახლს ავი თვალის, უბედურების, დაავადებებისა და ბოროტებისგან იცავდა.

მათ ღრმად სწამდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და ასევე სჯეროდათ, რომ მარადიული ცხოვრების მიღწევა მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შეიძლებოდა. ამიტომ მიცვალებულის სხეულს განსაკუთრებულად უვლიდნენ. მუმიფიცირების პროცესი, დაახლოებით, 70 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ყველაზე ცნობილი ეგვიპტელი მსოფლიოში არის ტუტანხამონი. მისი მუმიფიცირებული სხეული ფარაონთა აკლდამაში იპოვეს, 1923 წლის 16 თებერვალს. მისი სამარხი 5000-მდე ძვირფას არტეფაქტს და უამრავ ოქროს იტევდა.

ძველ ეგვიპტეში გამოიგონეს კბილის ჯაგრისი და ასევე პირველი კბილის პასტა. ისინი დიდ ყურადღებას უთმობდნენ კბილების მოვლასა და ჯანმრთელობას. თუმცა მათი მიერ შექმნილი მასალა ძალიან მწარე და უხეში იყო. მას შემდეგ, რაც რომაელებმა ეგვიპტე დაიპყრეს და იქ თავიანთი ჩვევები გაავრცელეს, კბილის პასტისთვის პიტნის დამატება დაიწყეს, რამაც მას უფრო სასიამოვნო გემო და არომატი მიანიჭა.

ქალებიც და მამაკაცებიც მუდმივად ატარებდნენ მაკიაჟს. მათ სჯეროდათ, რომ ეს ძალას და ენერგიას მატებდათ. ასევე ეგონათ, რომ თვალის ლაინერი ინფექციებისგან დაიცავდათ. ანტიკურ ეგვიპტეში ქალებს ქონების ფლობის უფლებაც ჰქონდათ და სასამართლოში მამაკაცების თანასწორადაც ითვლებოდნენ.

თუმცა, სამწუხაროდ, მათი უფლებები მაინც შეზღუდული იყო. ქალებს არ ჰქონდათ ძლიერი სოციალური როლი და სტატუსი იქამდე, ვიდრე ამ სტატუსის მქონე მამაკაცს არ გაჰყვებოდნენ ცოლად. გარდა ამისა, დიდგვაროვნებს მხოლოდ სხვა ქალები ემსახურებოდნენ და მათ სხვა მამაკაცებთან ურთიერთობა არ ჰქონდათ.

წყარო/ფოტო: The Fact Site

კომენტარები

ძველი ეგვიპტე 2022-12-24
ანო
Tags ძველი ეგვიპტე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი: მიხეილ სააკაშვილისგან დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი

შემდეგი სტატია

როგორ დავძლიოთ წარსულის ტრამვები

მსგავსი სტატიები

“მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია”

“მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია”

ნინო ჩხეიძე 22 დეკ 2020
ბინალი ილდირიმი:  თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებითია

ბინალი ილდირიმი: თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებითია

25 აპრ 2018
ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პარლამენტს:  ევროპამ რუსეთის მიმართ შიში უნდა შეწყვიტოს

ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პარლამენტს: ევროპამ რუსეთის მიმართ შიში უნდა შეწყვიტოს

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge