NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ბუქარესტში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ბუქარესტში შეხვდა

17 დეკ 2022 პოლიტიკა 202 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაე-იონელ ჩუკას ბუქარესტში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მიერ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე.

„ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროექტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის თავდაპირველი ინიციატორიც ჩვენი ორი ქვეყანა გახლდათ – შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სახით და რომელიც მასშტაბურ, ევროპულ პროექტში გადაიზარდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამ ინიციატივის დროული განხორციელების ერთგული რჩება.

საუბარი ასევე შეეხო ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში რუმინეთი ქვეყნის წამყვან სავაჭრო პარტნიორებს შორის რჩება და საქართველო მზად არის სრულად გამოიყენოს არსებული პოტენციალი, როგორც ვაჭრობასა და ეკონომიკაში, ისე სხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რითიც რუმინეთმა კვლავ დაადასტურა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერისათვის”,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლაე-იონელ ჩუკა 2022-12-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლაე-იონელ ჩუკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურა მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

შემდეგი სტატია

მედია: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზური მანდარინები გააგზავნეს

მსგავსი სტატიები

„„კარგად ორგანიზებული საარჩევნო პროცესი საბჭოთა კავშირში რომ იყო, იმას ვერ მიედრებით“

31 ოქტ 2017
ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნინო ჩხეიძე 18 მარ 2023
ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, მივაღწიეთ ყველაფერს

ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, მივაღწიეთ ყველაფერს

ნინო ჩხეიძე 28 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge