ტყუპის ზოდიაქო ცნობილია მისი კომუნიკაბელური უნარებით, ინტელექტით და ამასთანავე ცნობისმოყვარეობით. იგი ერთ-ერთ ყველაზე სოციალურ ნიშნად მიიჩნევა. მათ უყვართ ახალი ურთიერთობების დამყარება და მეგობრების შეძენა. ადამიანები, რომლებსაც ტყუპი მეგობრები ჰყავთ, ნამდვილად იღბლიანები არიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ არ შეუძლიათ საიდუმლოებების შენახვა. ამას კი ის განაპირობებს, რომ მუდმივად სურთ ისაუბრონ საკუთარ იდეებზე, აზრებზე, ფიქრებზე. ძალიან შრომისმოყვარეები არიან და მუდმივად წინ მიიწევენ.
საინტერესოა, რომ ამ ზოდიაქოს სახელწოდება Gemini ლათინურია და სათავეს იღებს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან, რომელიც ტყუპ ძმებს, კასტორს და პოლუქს უკავშიდება. ტყუპი ზოგჯერ იმპულსურია და გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, რის გამოც შეცდომებს უშვებს, თუმცა სწორედ ეს ეხმარება გაუგოს სხვებს და ადვილად აპატიოს იგივე შეცდომა.
რაც შეეხება ურთიერთობებს, მერწყული, სასწორი, ვერძი მათთვის იდეალური პარტნიორია. ტყუპს ყველაზე ძალიან მოწყენილობის ეშინია, მისთვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური ცხოვრებაა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, იყო მერილინ მონრო. გასაოცარი ნიჭის, სილამაზის და ძლიერი სოციალური კავშირების მქონე პიროვნება. ასევე ნატალი პორტმანი, რომელიც გარდა იმისა, რომ გამორჩეულია ლეგენდარული სამსახიობო კარიერით, 18 წლის ასაკში ჰარვარდის სამართლის სკოლაში მოხვდა.
ტყუპები საოცარი უნარებისა და ნიჭის მქონე ზოდიაქოს ნიშანია, თუ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არსებობს, ნამდვილად გაგიმართლათ.
წყარო/ფოტო: The Fact
კომენტარები