საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, რომელმაც, რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz air -მა გააუქმა პარიზი ბოვე-ქუთაისის რეისი და ადამიანები დარჩნენ აეროპორტში, რომელიც ღამით იკეტება და ალბათობაა იმისა, რომ მინუს 5 გრადუს ყინვაში დარჩნენ ქუჩაში.
გიორგი ფოფხაძე აცხადებდა რომ კომპანიის წარმომადგენელი მათ არც კი უკავშირდება. ვიდეოებში, რომელსაც გიორგი ფოფხაძე ავრცელებს, ჩანს რომ აეროპორტში დარჩნენ მცირეწლოვანი ბაშვებიც.
“Mariam Kvrivishvili საქართველოს მთავრობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ, Wizz air -ს პარიზი ბოვე-ქუთაისის რეისის გაუქმების მიზეზები და ამ გაჭირვებულ ხალხს გასცეთ პასუხი რა ქნან და როგორ ქნან?.. კაციშვილი ნორმალურ პასუხს არ იძლევა, Wizz air-ს წარმომადგენელი აეროპორტში არ მოდის, ტელეფონის ნომერი რომელიც აეროპორტის საინფორმაციომ, მგზავრებს მისცა არასწორია და.. მიხედეთ ამ ხალხს სასწრაფოდ და გაგვეცით პასუხი..
ათ წუთში მექნება ლაივი ბოვეს აეროპორტიდან – წერს ფოფხაძე და შემდეგ აგრძელებს:
ასეთ მცირეწლოვანი ბავშვებით რომ ზის ხალხი აეროპორტში და კაციშვილი პასუხის გამცემი არაა .. მიპასუხეთ ახლა რა ვქნათ და პირველ რიგში რა ქნას ამ ხალხმა?
ქუჩაში -5 გრადუსი ყინვაა ღამის 11 საათზე აეროპორტს დაკეტავენ.. რამე მაინც გვითხარით ?” .
კომენტარები