NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»bpn.ge: მიხაილ ფრიდმანის ბიზნესინტერესები საქართველოში – ფულის გათეთრების ბრალდებით ლონდონში დაკავებული ბიზნესმენი, გირაოთი გაათავისუფლეს

bpn.ge: მიხაილ ფრიდმანის ბიზნესინტერესები საქართველოში – ფულის გათეთრების ბრალდებით ლონდონში დაკავებული ბიზნესმენი, გირაოთი გაათავისუფლეს

11 დეკ 2022 ბიზნესი 265 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლონდონში რამდენიმე დღის წინ, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს “ბორჯომის” სავარაუდო თანამფლობელი, რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „ბორჯომს“ ამ დრომდე საჯაროდ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია იმის თაობაზე, კვლავ ფლობს თუ არა წილს კომპანიაში მიხაილ ფრიდმანი.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, 3 დეკემბერს ლონდონში ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებული რუსი მულტიმილიონერი, მიხაილ ფრიდმანი საქართველოში „ბილაინის“ (იგივე „ვიონი საქართველო“) თანამფლობელი იყო, რომელიც 2022 წლის ივნისში ქართულმა ჰოლდინგმა შეიძინა. გარდა ამისა, ფრიდმანის დაარსებულმა „ალფა ჯგუფმა“ 2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახისგან 300 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა „ბორჯომი“, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის, 60%-ის მფლობელი გახდა.

“საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ბორჯომის” ოფიციალური სახელწოდებაა: შპს “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, რომლის დამფუძნებელია “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”, რეგისტრირებული ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე. აღნიშნული კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული, რაც ართულებს მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, მიზეზად კი საერთაშორისო სანქციები დაასახელა. „ბორჯომის“ გაჩერებამ დასაქმებულთა პროტესტი გამოიწვია, რასაც მალევე მოჰყვა 13 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია “ბორჯომის” აქციების ნაწილი სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდა სახელმწიფო.

მოგვიანებით გავრცელებული IDS BORJOMI International-ის განცხადებით გაირკვა, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი (ფრიდმანი) საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, 7.73%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგ, როგორ განაწილდებოდა დარჩენილი წილები. თუმცა კომპანიის განმარტებით, შეთანხმების შედეგად:

– ფრიდმანს აღარ ექნებოდა IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.

– IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდებოდა.

– IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნებოდა.

2022 წლის დეკემბერში, კომპანია „ბორჯომმა“ შეკითხვაზე, როგორ ექნებოდა ქართულ მხარეს მაკონტროლებელი ფუნქცია არასაკმარისი წილების არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა კომპანიის ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის გამო, ვერ ხერხდება საბოლოო მფლობელებს შორის წილების გადანაწილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, როგორ ასრულებს ხელისუფლება დაპირებას, „ბორჯომის“ ოპერირებაში პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე და უცნობია ისიც, რა გავლენა ექნება, ბრიტანეთში მიხაილ ფრიდმანზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უშუალოდ კომპანია „ბორჯომის“ საქმიანობაზე,”- ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო

კომენტარები

TOP მიხაილ ფრიდმანი 2022-12-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხაილ ფრიდმანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გურიაში 67 წლის კაცმა 48 წლის კაცი მოკლა

შემდეგი სტატია

მედია: 2023 წელს კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას გადაეცემა

მსგავსი სტატიები

ქუმსიშვილი: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე – სოფელი

ქუმსიშვილი: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე – სოფელი

30 მაი 2018
თიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

თიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

თამუნა 05 მაი 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა  გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

თამუნა 09 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge