ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მარცხით უნდა დასრულდეს.
მისივე თქმით, რუსული ჯარები 24 თებერვლამდე არსებულ რეალურ საზღვრებამდე უნდა დაბრუნდნენ.
„ვერც ვოლოდიმირ ზელენსკი და ვერც უკრაინელი ხალხი ვერ შეურიგდებიან განსხვავებულ შედეგს მსგავსი სისასტიკის გამოცდის შემდეგ. პუტინი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ომი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ერთი გზით და საკითხავია, რამდენად სწრაფად მოხდება ეს.
„ყველას, მათ შორის რუსეთის ინტერესებშია, რომ პუტინი რაც შეიძლება მალე დაეცეს. არა 2025 წელს, არა 2024 წელს, არამედ 2023 წელს. სისაძაგლეა, რომ მილიონობით ადამიანი ღამით რჩება გათბობის, ელექტროენერგიის და წყლის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ მშვიდობიანი მოსახლეობის უწყვეტ და განურჩეველ მკვლელობებზ
ასე რომ, მოდით დავაჩქაროთ ფინალი. პირველ რიგში, მოდით მივცეთ უკრაინელებს დახმარება, რომელიც მათ საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ სჭირდებათ. კიევს ესაჭიროება დრონები, ასევე საზენიტო რაკეტები მათი განადგურებისთვის.
მე ვიცი დამღლელი კონტრარგუმენტი იმის შესახებ, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდა ესკალაციების რისკს ზრდის. რა თქმა უნდა, ამ საშინელი კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სრული სისულელეა“, – განაცხადა ჯონსონმა.
კომენტარები