NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სპორტი»მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას კატარში ჟურნალისტი გარდაიცვალა

მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას კატარში ჟურნალისტი გარდაიცვალა

10 დეკ 2022 სპორტი 212 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ატარში მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას 49 წლის ამერიკელი ჟურნალისტი, გრანტ უოლი გარდაიცვალა. უოლი არგენტინა – ნიდერლანდების მატჩს აშუქებდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ცნობით, ჟურნალისტს, რომელიც პრესის ოთახში გახდა შეუძლოდ, ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციამ:

“აშშ-ს ფეხბურთის ოჯახი გულგატეხილია იმის გაგების გამო, რომ ჩვენ დავკარგეთ გრანტ უოლი. გრანტის სიყვარულმა ფეხბურთის მიმართ და მისმა პიროვნებამ დიდი როლი ითამაშა აშშ-ში ამ ლამაზი თამაშისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაზრდაში. რაც მთავარია, გრანტის რწმენა, რომ თამაშს აქვს ძალა, გააუმჯობესოს ადამიანების უფლებები, ყველასთვის იყო და დარჩება შთაგონებად”.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, კატარის წარმომადგენლებთან მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის სურვილები მაქსიმალურად სწრაფად შესრულდება.

ორშაბათს, 5 დეკემბერს ჟურნალისტმა დაწერა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც კატარში კლინიკაში მივიდა.

“ჩემი ორგანიზმი საბოლოოდ გატყდა – 3 კვირის განმავლობაში ცოტა ძილს, ბევრ სტრესსა და უამრავ სამუშაოს ამის გაკეთება შეუძლია”. – დაწერა მან. უოლი ასევე წერდა, რომ კლინიკაში მკერდში ტკივილის გამო მივიდა, ექიმებმა კი უთხრეს, რომ შესაძლოა ბრონქიტი ჰქონოდა, ანტიბიოტიკები გაუკეთეს და ხველის წამალი დაალევინეს.

უოლი მსოლფიო ჩემპიონატის გაშუქებისას ყურადღების ცენტრში აშშ – უელსის მატჩის დროს მოექცა – ჟურნალისტი სტადიონზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან მას LGBTQ+ თემის მხარდასაჭერად ცისარტყელას გამოსახულებით მაისური ეცვა.

გრანტ უოლი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი მან პირველად 1994 წელს გააშუქა, 1996 წელს კი Sports Illustrated-ს შეუერთდა. კატარის მსოფლიო ჩემპიონატი უოლისთვის მერვე იყო.

კომენტარები

კატარი ჟურნალისტი 2022-12-10
ნინო ჩხეიძე
Tags კატარი ჟურნალისტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ჩარკვიანი – პრაიმშოუ (ვიდეო)

შემდეგი სტატია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია ლანჩხუთში სამხედრო პატივით დაკრძალეს

მსგავსი სტატიები

ოქროს ბურთის ნომინანტები ცნობილია

09 ოქტ 2017
საქართველოს მთის კურორტების შესასწავლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

საქართველოს მთის კურორტების შესასწავლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018
ლიონელ მესი – ემოციები შვილებთან ერთად

ლიონელ მესი – ემოციები შვილებთან ერთად

ნინო ჩხეიძე 19 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge