NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

09 დეკ 2022 ბიზნესი 257 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

9 დეკემბერი, 2022 – საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების
მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით
საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) გუნდი საქართველოში
პირველად ეკონომიკის ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს, რომელიც
ყოველწლიურად ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდება.
პირველ ეკონომიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის
მოსწავლეები შეძლებენ.
ოლიმპიადა ადგილობრივ დონეზე ორი რაუნდისგან შედგება: სკოლის ტური, რომელიც
წერითი ტესტირების სახით ჩატარდება და ეროვნული რაუნდი, რომელიც პანელურ
დისკურსიებთან ერთად, წერით და ზეპირ ტესტირებას მოიცავს.
რაც შეეხება მომდევნო, საერთაშორისო რაუნდს – ის სლოვაკეთში ჩატარდება და
მონაწილეობას ეროვნულ ტურში შერჩეული 5 მონაწილე მიიღებს. მოსწავლეები,
როგორც წერით და ზეპირ გამოცდას გაივლიან, ასევე შეძლებენ ვორქშოპებსა და
სხვადასხვა სახის გუნდურ აქტივობებში ჩართვას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების
პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსური და ეკონომიკური განათლების
წახალისებას ისახავს მიზნად, გადავწყვიტეთ საქართველოში პირველი ეკონომიკის
ოლიმპიადა ჩავატაროთ. ეს არ გახლავთ კლასიკური ეკონომიკის ოლიმპიადა, არამედ ეს
არის კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებზე მორგებული თემები, რომელიც
მათემატიკურ, ფინანსურ და სამოქალაქო საკითხებს მოიცავს. ამ ღონისძიებამ უნდა
გააერთიანოს, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ოლიმპიადამ
მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს და წაახალისოს, ისწავლონ და
დააგროვონ მეტი ცოდნა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, რაც მათ სამომავლო
წარმატებაში დაეხმარებათ. ჩეხური ორგანიზაცია INEV უკვე 6 ქვეყანაში (სლოვაკეთი,
უნგრეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, პოლონეთი და ჩინეთი) წარმატებით
ატარებს ოლიმპიადებს, რომლებშიც ყოველწლიურად 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე
მასწავლებელია ჩართული. ეს გვაძლევს მეტ მოტივაციას, ეკონომიკის ოლიმპიადა
საქართველოშიც ყოველწლიურად ასეთი მასშტაბით ჩავატაროთ და კიდევ უფრო მეტ
ადამიანს მივცეთ ეკონომიკური და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობა“, –

განცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის“
დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიიისთვის,
ფინანსური განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ეკომონიკის ოლიმპიადის მხარდამჭერი, რადგან ჩვენი
სოციალური პასუხისმგებლობაა ფინანსური განათლების დონის გაზრდა ახალგაზრდა
თაობაში. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ,
მაგალითად, როგორიცაა: კინგსი, სტემ ბანაკი, მათემატიკის ოლიმპიადა და ა.შ.
მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში პირველად
ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს
მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, ეკონომიკისა და ფინანსურ
საკითხებზე დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რადგან მომავალში
ფინანსურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ“, – განაცხადა საქართველოს
ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ
გოჩაშვილმა.

კომენტარები

TOP საქართველოს ბანკი 2022-12-09
თამუნა
Tags TOP საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კელი დეგნანი: ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა

შემდეგი სტატია

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს – თანადგომა მინდა, ჩემი შვილის მხარდაჭერა

მსგავსი სტატიები

დღეიდან თიბისის მომხმარებლები Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობში Google Pay-ს  გამოყენებას შეძლებენ

დღეიდან თიბისის მომხმარებლები Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობში Google Pay-ს გამოყენებას შეძლებენ

თამუნა 15 ნოე 2022
თიბისი საერთაშორისო კონფერენციაზე ქალთა გაძლიერების შესახებ

თიბისი საერთაშორისო კონფერენციაზე ქალთა გაძლიერების შესახებ

თამუნა 16 ივნ 2022
თიბისის მხარდაჭერით კომპანია „სანტი“ საქართველოს ქალაქებში მწვანე კუთხეების შექმნას გეგმავს

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „სანტი“ საქართველოს ქალაქებში მწვანე კუთხეების შექმნას გეგმავს

ნინო ჩხეიძე 08 სექ 2023

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge