NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რაფაელ გლუკსმანი: ვაპირებთ თუ არა ციხეში სიკვდილის ნება მივცეთ ადამიანს, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო?

რაფაელ გლუკსმანი: ვაპირებთ თუ არა ციხეში სიკვდილის ნება მივცეთ ადამიანს, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო?

09 დეკ 2022 პოლიტიკა 193 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვაპირებთ თუ არა ციხეში სიკვდილის ნება მივცეთ ადამიანს, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო? – ამ კითხვით იწყებს საკუთარ წერილს ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი.

წერილი ევროპელმა პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

გლუკსმანის თქმით, მომდევნო კვირას ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, შეკრებას გეგმავენ:

“მიხეილ სააკაშვილი სრულიად მართალი იყო. საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე გვაფრთხილებდა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი უქმნიდა მთელი ევროპის კონტინენტს და ის შეეჯახა ჩვენი მთავრობების სიბრმავეს, სიყრუეს და კომპრომისებს.

სრულიად არარეალისტური „რეალური პოლიტიკის“ მიმდევრები, რომლებიც იმ დროს მართავდნენ დასავლურ დემოკრატიებს, დათანხმდნენ საქართველოს დაშლას 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში რუსული ჯარები შეიჭრნენ. მათ უარი თქვეს თბილისიდან მომავალი განგაშის გაგონებაზე. მათ სააკაშვილს გიჟი ან შეშლილი უწოდეს, როდესაც მან განაცხადა, რომ პუტინი არ გაჩერდება კავკასიაში, რომ ის უკრაინას თავს დაესხმება და რომ მისი ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ ევროპულ იდეას ემუქრებოდა.

იმ დროს საქართველოში ვიყავი და მახსოვს, როგორ მარტო ვგრძნობდით თავს იქ, სოლიდარობის ოდნავი ჟესტისთვის და ოდნავი მხარდაჭერისთვისაც გვიწევდა თხოვნა. გაზის კონტრაქტების კედლისა და მიძინებული სინდისის მავთულხლართების პირისპირ.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი მართალი იყო და ჩვენი მაშინდელი ლიდერები ცდებოდნენ. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ვიყოთ ასე გულუბრყვილოები და მშიშრები ამდენი ხანი. დღეს ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გადავიაზრეთ. და ვითარება შეიცვალა.

მაგრამ დღეს ადამიანს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარებზე დააკაკუნა, გისოსებს მიღმა სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი, რომელიც ფარულად მართავს ქვეყანას, რომელმაც რუსეთში დააგროვა თავისი ქონება და არასოდეს გაუწყვეტია კავშირები.[რუსეთთან]

მიშა – ამერიკელი მეცნიერების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს მისი თმა და ფრჩხილის ნიმუშები – მოწამლულია დარიშხანითა და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ძაფზეა ჩამოკიდებული.

დღეს ეს ძაფი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს მისი გადარჩენის საშუალება აქვთ. საქართველოს მთავრობა, რომელიც ცდილობს, გარეგნულად მაინც შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, როგორც დამაბალანსებელი აქტი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის – ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას. კერძოდ, პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე აქვს ფრანგული პასპორტი[…]

ევროპარლამენტში ვაპირებთ მთელი მომდევნო კვირა მობილიზებას, რათა მიშა ევროპულ ჰოსპიტალში გადაიყვანონ. რათა ჩვენმა ქვეყნებმა ხვალ არ დაუშვან პრეზიდენტი სიჩუმეში მოკვდეს, პრეზიდენტი, რომელსაც გუშინ ასე ჯიუტად არ უგდებდნენ ყურს”,- წერს გლუკსმანი.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი რაფაელ გლუკსმანი 2022-12-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი რაფაელ გლუკსმანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით ბაქრაძე: თუ მეორედ ჩავვარდებით იგივე უფსკრულში და ჩამოვყალიბდებით, როგორც საზოგადოება, სადაც პრეზიდენტებს კლავენ …

შემდეგი სტატია

ეკა კვალიაშვილი კახი კალაძეს: არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ …

მსგავსი სტატიები

ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებს შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 01 ოქტ 2021
„ალბათ დადგა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ” – ბესელიას პირველი კომენტარი “ოცნების” სხდომის შემდეგ

„ალბათ დადგა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ” – ბესელიას პირველი კომენტარი “ოცნების” სხდომის შემდეგ

06 თებ 2019

კალაძე: თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია მოხდება

09 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge