NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „ტაიმაუტი“ აიღეს სააკაშვილის ლანძღვაზე, თითქოს არ ერევიან პროცესში, თუმცა მოსამართლეც ივანიშვილია, პროკურორიც ივანიშვილია, კანონმდებელიც და აღმასრულებელიც

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „ტაიმაუტი“ აიღეს სააკაშვილის ლანძღვაზე, თითქოს არ ერევიან პროცესში, თუმცა მოსამართლეც ივანიშვილია, პროკურორიც ივანიშვილია, კანონმდებელიც და აღმასრულებელიც

09 დეკ 2022 პოლიტიკა 174 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნების” ლიდერებმა დუმილი გამოაცხადეს და “ტაიმაუტი” აიღეს სააკაშვილის ლანძღვაზე, თითქოს დემოკრატები გახდნენ და არ ერევიან პროცესში მაშინ, როცა ვიცით, რომ მოსამართლეც ივანიშვილია, პროკურორიც ივანიშვილია, კანონმდებელიც და აღმასრულებელიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ღმერთს მიანდო სააკაშვილი, თუმცა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

“მესამე პრეზიდენტი არის მძიმედ და არ გვაქვს სხვა ალტერნატიული დასკვნა, რომელიც იტყვის, რომ ასე არ არის. ხელისუფლება არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ თვითდაზიანებას იყენებს, გუშინ ეს კობახიძემ გაიმეორა, ხოლო ღარიბაშვილმა ღმერთს მიანდო სააკაშვილი. ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიეცეს შესაბამისი სერვისით სარგებლობის საშუალება. სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ვითვალისწინებ ოჯახის რჩევას, მოვერიდები პირდაპირ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. სწორედ ამიტომ აიღეს ახლა „ტაიმაუტი“ და გამოაცხადეს დუმილი სააკაშვილის ლანძღვაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, თითქოს დემოკრატები გახდნენ და არ ერევიან პროცესში მაშინ, როცა ვიცით, მოსამართლეც ივანიშვილია, პროკურორიც ივანიშვილია, კანონმდებელიც, აღმასრულებელიც, ამიტომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არის 100 პროცენტით პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, გუშინ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზების მცდელობაა, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილი პაატა მანჯგალაძე 2022-12-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილი პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში ნაძვის ხე დღეს საღამოს 20:00 საათზე აინთება

შემდეგი სტატია

კელი დეგნანი: ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა

მსგავსი სტატიები

რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს

რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მაი 2021
„დეტალურად გამოვიძიებთ ამ საკითხს,” – ქობულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრობს

„დეტალურად გამოვიძიებთ ამ საკითხს,” – ქობულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრობს

01 აპრ 2019

ეკა ბესელია: პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს როგორც კანონმდებელი

20 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge