კანონი და ჩანაწერი იმისაა, რომ საფრთხეები ააცილო ქვეყანას და მაგალითად, შენი ქვეყნის ოკუპანტის ჯარში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოიყენო. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
“სერიიდან:
სად რა როდის როგორ…
უკრაინაში მებრძოლი ჩვენი მოქალაქეების დაშინება კანონის ჩანაწერით აზრს მოკლებულია- მათ ვერ შეაჩერებ და დანარჩენების გულისწყრომას გამოიწვევ.
კანონი და ჩანაწერი იმისაა, რომ საფრთხეები ააცილო ქვეყანას და მაგალითად, შენი ქვეყნის ოკუპანტის ჯარში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოიყენო.
მტრის ქვეყანას რომ არ არგო, იმის არის ეს კანონი.
მაგრამ მტერი ვინ არის, საფიქრელად როცა გაგჩენია და ანალიზი რომ სჭირდება მტრის ნაირნაირ გაგებას, მერეა, რომ ამ კანონის ფრიალით მოყვრის ჯარში მყოფი შენი მოქალაქეების დაფრთხობას რომ შეეცდები. .
სრული უაზრობაა ხელისუფლების ეს მცდელობა და ამ უაზრობას მალევე მიახვედრებს საზოგადოების განწყობა და მალევე შეეშვებიან ისე, რომ ვითომც არც უთქვამთ.”
კომენტარები