მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ – ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან ამბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებითა და მენტალიტეტით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რატი იონათამიშვილის შესახებ გამოქვეყნებული დისკრიმინაციული ფოტოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სინამდვილეში ყველაზე ჩამორჩენილი კასტა, ვინც კი არის საქართველოში, სწორედ არიან ისინი, ვინც ასეთ რაღაცებს აეკეთებს. ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები – ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში, მე ასე ვიტყოდი. ეს არის ის კასტა, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, მათ სიბნელეს საზღვარი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები