ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს.
მისივე თქმით, კონფლიქტი შესაძლოა, ნატო-რუსეთის ომში გადაიზარდოს.
„ვშიშობ, რომ უკრაინის ომი კონტროლიდან გამოვა და გადაიზრდება დიდ ომში ნატო-რუსეთს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას თავიდან ავიცილებთ.
ეჭვგარეშეა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყება შესაძლებელია, თუმცა ისეთი კონფლიქტის თავიდან აცილება, რომელშიც ევროპული ქვეყნები ჩართული იქნებიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კომენტარები