NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: ორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია… ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას

ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: ორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია… ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას

09 დეკ 2022 პოლიტიკა 227 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, რომ როგორც ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას და მკაფიო პასუხი არ გქონდეს, ეს არის უხერხული და დაუჯერებელი, ასეთი პოზიცია გულს მირევს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას კითხვაზე – მტერია თუ არა რუსეთი.

ამასთან, ელისაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, რომ ვიღაც უკრაინაში ფულის გამო იბრძვის და “ქართულ ოცნებას” ურჩევს, “ამ ბოდვას შეეშვას”.

„მე თავს ვერ დავდებ, რომ უკრაინაში ვინც იბრძვის, იქ ყველა მყავს ნანახი, ნამდვილად არა, დიდი ქვეყანაა და უამრავი ქართველი იბრძვის, მაგრამ რამდენიმე ათეულ ქართველ მოხალისეს მე იქ შევხვდი და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მე არ მინახავს ფულის გამო იქ წასული ან ძალით წაყვანილი ქართველი მებრძოლი. როგორც მე და ჩემი მეგობარი წავედით ჩვენი ხარჯით, ჩვენი რისკით, ზუსტად ასეთი ბიჭები ვნახე მე იქ. ყველა ვინც ვნახე, იყო გულანთებული, პატრიოტი და ყველას ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა. მე არ ვიცი არავინ, ვინც რაღაცის გამო, ფულის გამო წავიდა და ამაზე ლაპარაკი არის შეურაცხმყოფელი, უკვე დაღუპული ბიჭების ხსოვნის შეურაცხმყოფელი და ვინც იქ იბრძვიან, მათი შეურაცხმყოფელი. მე ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, ამ ბოდვას შეეშვას ამ ბიჭებთან მიმართებით, შეურაცხყოფას ნუ აყენებენ, ის ბიჭები ამ წუთებშიც სანგრებში დგანან და ზოგი მტერს უყურებს თვალებში. იმას ვერ გრძნობენ, რომ ზურგს მთავრობა უმაგრებს, მაგრამ ფეხს მაინც ნუ უდებენ და თავს მაინც ნუ ჭრიან იქ სხვა უცხოელ მებრძოლებთან თუ უკრაინელებთან.

გამაოგნებელი ამბავია, რომ საქართველოში ვინმე და განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ოდნავ მაინც დაფიქრდნენ იმ კითხვაზე, მტერია თუ არა რუსეთი. ორასი წელია რუსეთი ჩვენი მტერია, მოსისხლე მტერი, რომელიც ცდილობდა იდენტობა წაერთმია, ენა წაერთმია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, რომ როგორც ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას, ოდნავ მაინც შეყოყმანდე და მკაფიო პასუხი არ გქონდეს, ეს არის უხერხული, აუხსნელი და დაუჯერებელი, არ ვიცი, ეს რაზე მიუთითებს, მე ასეთი პოზიცია გულს მირევს და მეტი არაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კითხვა – “მტერია თუ არა რუსეთი”, რთული კითხვაა და “მტრის სხვადასხვა გაგება არსებობს”. რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, კობახიძის განცხადებით, „თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია,” ხოლო “ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის”. ჟურნალისტის კითხვას – „ენთუზიაზმისა და იდეის გარეშე უკრაინაში საბრძოლველად ვინ მიდის“, კობახიძე პასუხობს: „მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვინმე მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა”.

კომენტარები

TOP ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძე 2022-12-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

შემდეგი სტატია

ლაშა ბუღაძე: ბარემ 9 აპრილის მემორიალიც აიღონ საახალწლოდ

მსგავსი სტატიები

სოც.მუშაკების პროტესტი და პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში – სერგეენკოს ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა

სოც.მუშაკების პროტესტი და პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში – სერგეენკოს ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა

29 მარ 2019
“კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა… უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ გახარიამ ექვსი თვე აყურყუტა – მელია კირკიტაძის გათავისუფლებას ეხმაურება

“კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა… უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ გახარიამ ექვსი თვე აყურყუტა – მელია კირკიტაძის გათავისუფლებას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2019
სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან

სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge