NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნონა მამულაშვილი პრემიერს: ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან”

ნონა მამულაშვილი პრემიერს: ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან”

08 დეკ 2022 პოლიტიკა 234 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის და „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი გამოეხმაურა მისი და მისი ძმის, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის” მეთაურის მამუკა მამულაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ყოფილი დეპუტატი უარყოფს ყოველგვარ კავშირს მამუკა მამულაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის.

„მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს „საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, „ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობას”.

ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ „ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული. რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს.

ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში”, – წერს ნონა მამულაშვილი „ფეისბუკის” გვერდზე.

ნონა მამულაშვილმა საქართველოს პარლამენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2022 წლის ნოემბერში დატოვა.

7 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მამულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში დააკავშირა და აღნიშნა, რომ მისი და იყო დეპუტატი ამ პარტიიდან.

„არის რამდენიმე ათეული ადამიანი, სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის, ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი არის დღესაც პარტიის მოქმედი წევრი. მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო ამ ადამიანს, მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს: ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მით უმეტეს, რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური ჩართვები მოვისმინე თქვენს ტელევიზიებში. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა სტილია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მამულაშვილი ნონა მამულაშვილი 2022-12-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მამულაშვილი ნონა მამულაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლ ჯაბა ხოფერიას, საქართველოში 8 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ

შემდეგი სტატია

ევროკომისიამ წარმოადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი

მსგავსი სტატიები

ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე, ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, მათ პასუხები არ აქვთ

ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე, ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, მათ პასუხები არ აქვთ

ირაკლი შალიკაშვილი 24 თებ 2020
ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი – ის არის უბოროტესი დამნაშავე მათ შორის, ვინც ქართულ ციხეებში იხდის სასჯელს

ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი – ის არის უბოროტესი დამნაშავე მათ შორის, ვინც ქართულ ციხეებში იხდის სასჯელს

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივნ 2022

გოცირიძე – თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა „კანაფის რესპუბლიკა“

14 სექ 2018

უახლესი ამბები

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge