NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე სამადაშვილი: გერმანიის კანცლერის განცხადება მიმართულია ყველა ქვეყნისადმი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

სალომე სამადაშვილი: გერმანიის კანცლერის განცხადება მიმართულია ყველა ქვეყნისადმი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

07 დეკ 2022 პოლიტიკა 199 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შოლცის და ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება მიმართულია ყველა ქვეყნისადმი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს – ჩვენ გვითხრეს, რომ აუცილებელია ამ შავ-თეთრ სამყაროში ძალიან მყარად აჩვენოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ სინათლის, დემოკრატიის და მშვიდობის მხარეს არის, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა აღდგეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან და ხელისუფლებას ჰქონდეს მკაფიო პოზიციონირება სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ თუ ვერ მოვახდენთ დემონსტრირებას, რომ ძალიან მყარად ვართ ცივილიზებული სამყაროს მხარეს იმ ომში, რომელიც მიმდინარეობს, არანაირი შანსი არ გვაქვს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე დადასტურებულია ევროპელი ლიდერების მხრიდან უმაღლეს დონეზე, როცა მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ თუ ბალკანეთის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, აქვთ იმედი, რომ ამ მიზანს მიაღწევენ, ნათლად უნდა გაუკეთონ დემონსტრირება იმას, რომ იზიარებენ ევროკავშირის პოლიტიკას.

განცხადება, რომელიც გაკეთდა და ეს განცხადება გააკეთა არამხოლოდ კანცლერმა შოლცმა, არამედ ევროკომისიის პრეზიდენტმა, მიმართულია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს გამოხატული სურვილი, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. მას შემდეგ, რაც საქართველომ შეიტანა განაცხადი გაწევრიანებაზე, ბუნებრივია, მოიაზრება იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ გვითხრეს, რომ ამისთვის აუცილებელია ამ შავ-თეთრ სამყაროში ძალიან მყარად აჩვენოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ სინათლის მხარეს არის, დემოკრატიის მხარეს, ევროკავშირის და მშვიდობის მხარეს არის,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი საარჩევნო კოდექსზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოლიტიკით, რომელიც რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილის შესრულებით ფონს გასვლას ცდილობს, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს.

„დასკვნა რასაც ამბობს, არის ის, რომ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი იქნა გათვალისწინებული, მაგრამ ასევე ძალიან დიდი ნაწილი არ იყო გათვალისწინებული. ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ პოლიტიკით ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რაც გვჭირდება და ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ეუთოს ყველა მოთხოვნის გათვალისწინებას გულისხმობს. ეს რომ ასე არ არის, ეს მგონი იკითხება სწორედ იმ დასკვნაში, რაც დაიწერა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

TOP ოლაფ შოლცი სალომე სამადაშვილი 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ოლაფ შოლცი სალომე სამადაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალუდა ღუდუშაური ადამ კინზინგერს: ნურავისში შეგეშლებით!

შემდეგი სტატია

ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის

მსგავსი სტატიები

ეს არ არის პროკურატურა – თადუმაძეებში ვარ მოსული

ეს არ არის პროკურატურა – თადუმაძეებში ვარ მოსული

ირაკლი შალიკაშვილი 13 სექ 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

17 სექ 2017
ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას გეგმავს

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას გეგმავს

11 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge