ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.
ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში შეძლო მთელი მსოფლიოს გაერთიანება თავისი ქვეყნის გარშემო.
როგორც ჟურნალი წერს, ყოფილ არტისტს ესმის, რომ ყურადღება პლანეტის ყველაზე ღირებული ვალუტაა. ის იყო გულწრფელი, ხანდახან სარკასტული და ყოველთვის მიზანმიმართული: ჩვენ უნდა გადავარჩინოთ უკრაინა, რათა გადავარჩინოთ დემოკრატია.
გარდა „თაიმსისა“, ვოლოდიმირ ზელენსკი Financial Times-მაც წლის ადამიანად დაასახელა.
გამოცემის ჟურნალისტების თქმით, 44 წლის ზელენსკი ლიდერის უნარ-ჩვევების და ძლიერი სულისკვეთების ხარჯზე ისტორიაში შევიდა.
კომენტარები