NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»მელია: მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად უნდა შეძლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ხელისუფლების დავალებით

მელია: მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად უნდა შეძლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ხელისუფლების დავალებით

07 დეკ 2022 სამართალი 193 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად უნდა შეძლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ხელისუფლების დავალებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტულია და ეს პარტიისთვის მთავარ საზრუნავად რჩება.

„დღევანდელი დღე დასტური იყო შემდეგი მოცემულობისა – საკითხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლის შენარჩუნებას და ამ ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტას ეხება, არის პრიორიტეტული „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დარწმუნებული ვარ, მთლიანად დემოკრატიულ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში.

ჩვენთვის ახლაც, კვლავ რჩება მთავარ საზრუნავ საკითხად, რაც დღემდე გადაუჭრელია – მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ვფიქრობ, ბოლო დღეებში არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, რომ მკურნალობის რესურსი ამოწურულია და რაიმე სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება. ამიტომ გამოსავალი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად, საზღვარგარეთ გადაყვანა. შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ სასამართლო პროცესებისკენ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება იმას, რა ბერკეტების გამოყენებას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მელიას თქმით, ამოქმედდება ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას მოემსახურება.

„დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას, ამოქმედებული იქნება. აქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხი უმნიშვნელოვანესია. მორალური უპირატესობა, რომელიც სააკაშვილს, მის ოჯახს და მხარდამჭერებს აქვთ, უკვალოდ არ ჩაივლის. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სასიკვდილო განაჩენთან შემგუებლობა ბევრი ადამიანისთვის გამორიცხული იქნება. საკითხი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მიხეილ სააკაშვილს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს არ ეხება, საკითხი ეხება იმას, რომ როგორც ადამიანს, ისე ებრძვიან. მისი სიცოცხლის განადგურებისთვის იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რასაც საზოგადოება წინ აღუდგება. იმედს ვიტოვებ, საღი აზრის ერთი მარცვალი მაინც, რომელიც შესაძლოა ხელისუფლების წიაღში არსებობდეს, გაიმარჯვებს და ამ ისტორიულ უსამართლობაზე ხელს არ მოაწერენ. ქვეყნის რიგით მესამე პრეზიდენტის მკვლელობა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრეების წუხილი არაა – მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ფატალური შედეგი საქართველოს მრავალწლიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელია 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიაში 270 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო

შემდეგი სტატია

გურამ მაჭარაშვილის “ხუმრობა” ადამ კინზინგერზე – მაგას ევა ჰყავს?… (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018
ბოლნისში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ნინო ჩხეიძე 20 ივნ 2021
შსს: ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გავხსენით

შსს: ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გავხსენით

06 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge