NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა მამულაშვილი: ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა – პატივისცემით მოეპყროს საკითხს, რასაც „ქართული ლეგიონი“ აკეთებს

მამუკა მამულაშვილი: ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა – პატივისცემით მოეპყროს საკითხს, რასაც „ქართული ლეგიონი“ აკეთებს

07 დეკ 2022 პოლიტიკა 519 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა. მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი – მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს „ქართული ლეგიონი“ აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება, -ასე გამოეხმაურა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი “ნაცმოძრაობიდან” პარლამენტის წევრი იყო.

როგორც მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მმართველი გუნდი უმჯობესია საქართველოს ინტერესების დაცვით დაკავდეს.

„მოვუწოდებ, სწორედ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ჩემთვის პირადად მისაღები არ არის, დაკავდეს იმით, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები და არა რუსული პოლიტიკა გაატაროს საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს.

რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, არაერთხელ ვყოფილვარ დაპატიჟებული, მილაპარაკია და მე მგონი, ეს ღარიბაშვილის კომპეტენცია არ უნდა იყოს საერთოდ.

მე თვითონ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. არ ვყოფილვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, ყველა ადამიანს აქვს. მე მგონი, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველოში გამოვხატოთ ჩვენი ნება და თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე საერთოდ არ მქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. ჩემი ერთადერთი შეხება იყო ის, რომ ჩემი და იყო პარლამენტის წვერი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენადაც ვიცი ბოლო ერთი წელი“, – აცხადებს მამულაშვილი.

რაც შეეხება ქართულ ლეგიონს, მამუკა მამულაშვილის განმარტებით, ქართული ლეგიონი დღეს, უკრაინის ჯარში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია, რომელიც თავის რიგებში 33 სხვა ეროვნების ადამიანს აერთიანებს.

„ამას ხედავენ უკრაინელები, ჩვენი დასავლელი მეგობრები, ევროპელები, მაგრამ ამას ვერ ხედავს ღარიბაშვილი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია ჰგონია, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავდნენ საქართველოს ინტერესების დაცვით. დღეს, უკრაინამ შეძლო და შეინარჩუნა ერთობა.უკრაინამ შეძლო ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება ომში და შეძლო ფიზიკური უპირატესობისაც იმიტომ, რომ მიმდინარეობს კონტრშეტევა და ამ კონტრშეტევაში უკრაინა წინ წარმატებით იწევს“, – აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი “ნაცმოძრაობიდან” პარლამენტის წევრი იყო.

„მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP მამუკა მამულაშვილი 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა მამულაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სამოქმედო გეგმის განსახილველად ხვალ შეხვედრას გამართავენ

შემდეგი სტატია

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

კობახიძე ზურაბიშვილზე: წყენა გამოხატა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა

კობახიძე ზურაბიშვილზე: წყენა გამოხატა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა

ნინო ჩხეიძე 04 ივლ 2022
როგორ განსაზღვრა ოპოზიციონერმა ვლადიმირ რიჟკოვმა 2004 წელს რუსეთის მომავალი (ვიდეო)

როგორ განსაზღვრა ოპოზიციონერმა ვლადიმირ რიჟკოვმა 2004 წელს რუსეთის მომავალი (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 19 აპრ 2022

თუ გახარიამ ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ჩაქუჩი, ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას

12 თებ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge