NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო – მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო – მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“

07 დეკ 2022 პოლიტიკა 221 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ , რომლისთვისაც მთავარია ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესები.

„რაც შეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რამ არ ითქმის, მაგრამ ერთს მთავარს გეტყვით და ყველას შევახსენებ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, საჯაროდ არ ითქმის.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას და ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, ვარ ვალდებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინა 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ომის პარტიას, ამრევებსა და “ლუზერებს” არეულობას არ შემოვატანინებთ

შემდეგი სტატია

ჟურნალმა Time-მა ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა – ჟურნალისტების თქმით, 44 წლის ზელენსკი ისტორიაში შევიდა

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობა“ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

20 სექ 2017
მიხეილ სარჯველაძე: თუ სალომე ზურაბიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა

მიხეილ სარჯველაძე: თუ სალომე ზურაბიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო რა პოზიციაზე იდგა ჩემი რომელიმე თანაგუნდელი 2007 წელს, შეეძლო გაცილებით ადრე ეთქვა

ნინო ჩხეიძე 29 დეკ 2022
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტები გაზრდილია

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, დარღვევებისა და ზეწოლის ფაქტები გაზრდილია

29 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge