NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის

ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის

07 დეკ 2022 საზოგადოება 161 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონი ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ გრიპის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

„ის რაც დეკემბრის დასაწყისში ხდება, სეზონური ვირუსების შესაბამისი მდგომარეობაა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონურ მატებაზე სწორედ ამ პერიოდს ვგულისხმობთ.

საქართველოში რესპირაციული ინფექციების სეზონი იწყება ნოემბრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე. პიკი დეკემბერ-იანვრის თვეშია, უხშირესად. შედარებით ნაკლები პიკი შეიძლება, მოგვიანებითაც, აღინიშნოს – მარტის თვეში,  თუმცა ძირითადი მატება  რესპირაციული ვირუსული ინფექციების დეკემბერ-იანვარზე მოდის. შესაბამისად, ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, სწორედ სეზონური მატების გამოხატულებაა.

ჩვენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გამო, ასეთი სეზონური მატება არ გვქონია. კორონავირუსმა გარკვეულწილად შეცვალა სეზონურობის ჭეშმარიტი გაგება, თუმცა ის რაც ახლა ხდება არის ის, რაც პანდემიამდე პერიოდში იყო მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, ზამთრის რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მკვეთრი მატება.

გრიპი ახლაც რჩება: მძიმე დაავადებების, გართულებების, გარდაცვალების მიზეზი. წელს ქვეყანაში, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, რესპირატორული-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია. იქ გავრცელებულია ძირითადად ბავშვებში.

რესპირატორული-სინციტიური ვირუსისთვის  დამახასიათებელია – არა მაღალი ტემპერატურა, არამედ პირდაპირ ზემოქმედება ფილტვებზე, წვრილ ბრონქებზე, შესაბამისად, ეს ვირუსი იწვევს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტს, ასევე, განაპირობებს ფილტვების ანთებას და, ასევე, 65 წელს გადაცილებული პირებისთვის მისი საშიშროება გამოიხატება ფილტვების დაზიანების მაღალი ალბათობით. მოლოდინი იმისა, რომ გრიპის შემთხვევები მოიმატებს არსებობს.

ჩვენ არსენალში გვაქვს როგორც ანტივირუსული პრეპარატი, ისე – პრევენციული ვაქცინა, რაც საქართველოში წელს 200 ათასი დოზა იყო შემოტანილი. პირველ რიგში, ეს [ვაქცინა] არის განკუთვნილი რისკის ჯგუფებისთვის, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და განსაკუთრებით – ორსულები“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ტრიპლდემია ეწოდება.

მისი თქმით,  კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა.

„ტრიპლდემია, ნიშნავს 3 ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, პირდაპირ განსაზღვრება, რომ ეს არის გრიპი, კორონავირუსი თუ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას სჭირდება ექიმი. არ უნდა დაგვავიწყდეს კორონავირუსის არსებობაც.

სამივე ვირუსისთვის [გრიპი, კორონავირუსი, რესპირატორული-სინციტიური] დამახასიათებელია – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი. კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს არ ხასიათდება, უხშირესად მაღალი ტემპერატურით. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა 37.5-38-ის ფარგლებში, შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

გრიპისთვის ტიპურია – 38-ზე მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ხველა. 

დაავადების მიმდინარეობა ზოგადად გრიპის დროს ყოველთვის მძიმეა, განსხვავებით ომიკრონისგან. თუ ვისაუბრებთ რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსზე იქ მცირე ასაკის ბავშვებში ძირითადი აქცენტი არის ბრონქიოლების პროცესში ჩართვაზე, რაც გამოიხატება შეტევითი ხასიათის ხველით, მსტვინავი სუნთქვით, სუნქვის გაძნელებით, ეს ნიუანსი არც გრიპისთვის და არც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ არის.

სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება“, – დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

კომენტარები

TOP ვირუსი ივანე ჩხაიძე 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვირუსი ივანე ჩხაიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე სამადაშვილი: გერმანიის კანცლერის განცხადება მიმართულია ყველა ქვეყნისადმი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

შემდეგი სტატია

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიაში 270 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო

მსგავსი სტატიები

თბილისის ნაწილს ხვალ დროებით ელექტრომომარაგება შეეზღუდება

21 დეკ 2017
სამინისტრო: კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

სამინისტრო: კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

16 თებ 2018
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

ირაკლი შალიკაშვილი 31 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge