NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ცდილობს, საბრძოლო მოქმედებები “გაყინოს”, რათა ძალის მოკრება შეძლოს

იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ცდილობს, საბრძოლო მოქმედებები “გაყინოს”, რათა ძალის მოკრება შეძლოს

07 დეკ 2022 მსოფლიო 184 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთი შეეცდება, უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება „გაყინოს, მინიმუმ, მოკლე ვადით“, რათა აღიდგინოს ძალები და ახალი შეტევა დაიწყოს გაზაფხულზე, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მან ასევე პასუხი გასცა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ქვეყნები თითქოს დაიღალნენ გაჭიანურებული ომით. მისი სიტყვებით, ნატო მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინას და მის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

„თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის, ისევე როგორც სერიოზული შედეგები ექნება ჩვენთვის ყველასთვის, მოკავშირეები უფრო დაუცველები გახდებიან, მსოფლიო კი – უფრო სახიფათო“ – თქვა სტოლტენბერგმა ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას, გადასცემს თუ არა ნატო უკრაინას დასავლური წარმოების ტანკებსა და თვითმფრინავებს, რისგანაც უკრაინის მოკავშირეები დღემდე იკავებენ თავს.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია სამუშაო მდგომარეობაში შევინარჩუნოთ ის შეიარაღება, რომელიც უკვე გადაეცა უკრაინას და გავაგრძელოთ სათადარიგო ნაწილებისა და ამუნიციის მიწოდება.

„პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მეტად გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა მოლაპარაკეების გზით, რომელიც უკრაინის გამარჯვების გარანტია იქნებოდა, მით უფრო არის საჭირო უკრაინისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რათა შეიქმნას პირობები სამართლიანი გრძელვადიანი მშვიდობისთვის,“ თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამავე დროს, მისი სიტყვებით, მოცემულ მომენტში არ მოიპოვება პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის:

„რუსეთს არ ეტყობა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის ნიშნები, ეს კი არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ეს უნდა გადაწყვიტოს არა ნატომ და ბრიუსელმა, არამედ უკრაინელებმა, როცა დადგება დრო მოლაპარაკებების დასაწყებად.“

კომენტარები

TOP იენს სტოლტენბერგი ომი რუსეთი უკრაინა 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იენს სტოლტენბერგი ომი რუსეთი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჟურნალმა Time-მა ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა – ჟურნალისტების თქმით, 44 წლის ზელენსკი ისტორიაში შევიდა

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: რაღა მეშველება ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს

მსგავსი სტატიები

ემანუელ მაკრონი: რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი იმპერიული ძალა, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა

ემანუელ მაკრონი: რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი იმპერიული ძალა, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივლ 2022
ილინოისის შტატში 700-მდე მღვდელი პედოფილიაში დაადანაშაულეს

ილინოისის შტატში 700-მდე მღვდელი პედოფილიაში დაადანაშაულეს

21 დეკ 2018
ალექსეი დანილოვი: შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს ჩვენი სამხედროების წამება და სამარცხვინო მოპყრობა არ ხდება

ალექსეი დანილოვი: შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს ჩვენი სამხედროების წამება და სამარცხვინო მოპყრობა არ ხდება

ნინო ჩხეიძე 26 მაი 2022

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge