NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის მხარდაჭერით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

07 დეკ 2022 ბიზნესი 160 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, საქართველოს წიგნის
გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური
ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, წიგნის
საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო
ფესტივალსა და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო
დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს. შესაბამისად,
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე
უფროსებისთვის. ფესტივალზე იქნება თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც სტუმრებს
დახვდებათ მრავალი საგანმანათლებლო თუ გასართობი აქტივობა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა
გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის
სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.
ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, თიბისიმ
გადაწყვიტა ახალი თაობის ხელშეწყობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და
ახალგაზრდებზე მორგებული პროდუქტები შექმნას. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე,
თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Mastercard ბარათის მფლობელებს შეეძლებათ
გამომცემლობების სრულ უმრავლესობასთან გადახდილი თანხის 30% უკან
დაიბრუნონ. მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი,
შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალზე, თიბისის სივრცეში, მარტივად აიღონ,
გაააქტიურონ და გამოიყენონ Mastercard-ის ტიპის ბარათები და ისარგებლონ
ფასდაკლებით.
წიგნის საახალწლო ფესტივალი მოიცავს როგორც წიგნების გამოფენა-გაყიდვას, ასევე
საბავშვო ღონისძიებებს ფესტივალის მთავარ სცენაზე და საბავშვო სივრცეში,
საახალწლო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვასა და სხვადასხვა
სახის გასართობ აქტივობას.
ფესტივალზე მისულებს ადგილზე დახვდებათ თიბისი სტარტაპერის კვების სივრცე,
სადაც სტუმრები შეძლებენ მოისვენონ, გასინჯონ ქართული სტარტაპ კვების
ობიექტების მიერ დამზადებული გემრიელი კერძები და კიდევ უფრო სასიამოვნოდ
გაატარონ დრო.
18 დეკემბერს, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურულ
კონკურს „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი
პროექტების განვითარების კუთხით.

კომენტარები

TOP თიბისი 2022-12-07
თამუნა
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Banking Tech Awards 2022-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად საქართველოს ბანკის SuperApp-ი დასახელდა

შემდეგი სტატია

ეკა ხერხეულიძე: ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს, მისი არჩევანი სიკვდილი არ არის

მსგავსი სტატიები

Mydoc.ge ინოვაცია ჯანდაცვაში – დიაგნოსტირების პროცესი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების საშუალებით

08 დეკ 2017
თიბისისა და კომპანია „ფერის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანა დასრულდა

თიბისისა და კომპანია „ფერის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანა დასრულდა

თამუნა 05 მაი 2022
მიხეილ ჯანელიძე: ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს

მიხეილ ჯანელიძე: ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს

02 მაი 2018

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge