NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეკა ხერხეულიძე: ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს, მისი არჩევანი სიკვდილი არ არის

ეკა ხერხეულიძე: ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს, მისი არჩევანი სიკვდილი არ არის

07 დეკ 2022 პოლიტიკა 200 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს – კვალიფიკაციის მიცემა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე შეგნებულად არ იკვებება, ტყუილია! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხერხეულიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არა არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს.

„მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია – ეს მას არ შეუძლია.

ზურაბ ჩხაიძესთან ბევრჯერ მქონია ურთიერთობა და გვისაუბრია გამოსავლის ძებნაზე. მომისმენია კონსულტაცია, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მძიმე მდგომარეობა დაძლეული იყოს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც გუშინ მოვუსმინე. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულეა საკვების მიღება.

ზონდით კვებასთან დაკავშირებით, ეს ვერ მოხდება ბატონებო, პაციენტის ნების წინააღმდეგ, ხელოვნური კვება ვერ მოხდება. ეს არის მისი უფლებების დარღვევა. ჩვენ ვცდილობთ მცირე ულუფებით შეძლოს მიხეილ სააკაშვილმა კვება, რაც მის ისტორიაში ასახულია. ის, რომ კვება არ შეუძლია, არ არის ახალი პრობლემა. ამის შესახებ ექიმებმა იციან. კვალიფიკაციის მიცემა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე შეგნებულად არ იკვებება, ტყუილია!“, – აღნიშნავს ხერხეულიძე.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გუშინ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია.

კომენტარები

TOP ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილი 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის მხარდაჭერით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

შემდეგი სტატია

გიორგი ვაშაძე: პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მითხრა

მსგავსი სტატიები

„პირველ რიგში, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა“

„პირველ რიგში, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა“

11 ივლ 2018
20 ივნისის სისხლიანი დარბევა – “ევროპული საქართველო” პარლამენტს გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

20 ივნისის სისხლიანი დარბევა – “ევროპული საქართველო” პარლამენტს გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

ირაკლი შალიკაშვილი 02 ივლ 2019
ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის კონსორციუმს ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა დაუმალა

ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის კონსორციუმს ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა დაუმალა

ირაკლი შალიკაშვილი 30 მაი 2019

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge