NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სამოქმედო გეგმის განსახილველად ხვალ შეხვედრას გამართავენ

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სამოქმედო გეგმის განსახილველად ხვალ შეხვედრას გამართავენ

07 დეკ 2022 პოლიტიკა 246 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამი ოპოზიციური პარტია – “გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა.

განცხადების თანახმად, ამ პრობლემის მოგვარება სცდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიდა დღის წესრიგს.

8 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროას“, ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად შეხვედრას გამართვენ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის ინფორმაციით, ვითარება სწრაფად მძიმდება. სააკაშვილს აღენიშნება კახექსია, კუნთების განლევა, ცხელება და სხვა მრავალი მძიმე სიმპტომი. მიუხედავად რამდენიმეთვიანი გამოკვლევებისა და საუკეთესო სამედიცინო პერსონალის აქტიური ჩართულობისა, საქართველოში ვერ მოხერხდა ამ სიმპტომების გამომწვევი დაავადების იდენტიფიცირება და დიაგნოზის დასმა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მესამე პრეზიდენტის არსებული მდგომარეობა ითვალისწინებს პირის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებითა და დარიშხანით მოწამვლის კვალი.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა. ამგვარი გადაწყვეტილების დაყოვნებამ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი, ან სიცოცხლის მოსპობა.

ამ პრობლემის მოგვარება სცდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიდა დღის წესრიგს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ერთიანობისა და სტაბილურობის, საქართველოს ევროპული მომავლის საკითხს და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი“,- აღნიშნულია სამი პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

TOP გირჩი -მეტი თავისუფლება მიხეილ სააკაშვილი სტრატეგია აღმაშენებლი 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გირჩი -მეტი თავისუფლება მიხეილ სააკაშვილი სტრატეგია აღმაშენებლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში

შემდეგი სტატია

მამუკა მამულაშვილი: ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა – პატივისცემით მოეპყროს საკითხს, რასაც „ქართული ლეგიონი“ აკეთებს

მსგავსი სტატიები

წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

ნინო ჩხეიძე 17 აგვ 2022
„ბუნებრივი და ლოგიკური იყო პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება, ბატონი დავითის გარიცხვის შესახებ“

„ბუნებრივი და ლოგიკური იყო პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება, ბატონი დავითის გარიცხვის შესახებ“

19 ივლ 2018
თუ პლებისციტს შემოგვთავაზებენ, ეს იქნება მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა და ამ საკენკს არავინ აკენკავს

თუ პლებისციტს შემოგვთავაზებენ, ეს იქნება მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა და ამ საკენკს არავინ აკენკავს

ირაკლი შალიკაშვილი 25 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge