NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიგი უგულავა: საბჭოთა რუსეთიც კი, არ ამბობდა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმრის პასუხისმგებლობაა

გიგი უგულავა: საბჭოთა რუსეთიც კი, არ ამბობდა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმრის პასუხისმგებლობაა

07 დეკ 2022 პოლიტიკა 191 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა.

უგულავას თქმით, საბჭოთა რუსეთიც კი არ ამბობდა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმრის თემაა და პატიმრის პასუხისმგებლობაა.

„გამოსავალი არის მხოლოდ ერთი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა სასწრაფოდ, ნორმალურ სამკურნალო დაწესებულებაში. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და შესაბამისად, მოგეხსენებათ თავისუფლება ცოცხალთა ფუნქციაა და ცოცხალთა მონაპოვარია.

ასეთ პირობებში ერთადერთი შანსი რჩება მიხეილ სააკაშვილს რომ თავისუფლებისთვის იბრძოლოს და შესწიროს თავისი სიცოცხლე. მეტი შანსი დღეს დღეობით არ არის, თუმცა მე ვერ ვიტყოდი რომ ჩემი მხრიდან, ეს ოპტიმისტური განცხადებაა.

რეგვენები პარლამენტის უმრავლესობიდან, ანრი ოხანაშვილი არის თუ არ ვცდები არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ის პროფესიით იურისტია, მაგრამ ის არის ტოტალურად უვიცი და ამავე დროს არის უსინდისო, მატყუარა.

საბჭოთა რუსეთიც კი არ ამბობდა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმრის თემაა და პატიმრის პასუხისმგებლობაა. ადამიანი, როდესაც არის დაჭერილი მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თავიდან ბოლომდე არის იმ დაწესებულების და შესაბამისად სახელმწიფოს საკითხი. აქ დავა არ შეიძლება, ოდნავ დემოკრატიულ სახელმწიფოზე თუ ვსაუბრობთ.

თუ ვსაუბრობთ, საბჭოთა რუსეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე, ბელორუსზე, სირიაზე, ასეთ ავტორიტარულ ქვეყნებზე, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ კი, არ არსებობს შიმშილობა და შიმშილობაზე პასუხს როგორც პოლიტიკურ პროტესტზე ოფიციოზი იძახის, რომ „შენი ჯანმრთელობაა და თუ გინდა მოკვდი“. ასეთი ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად თუ ოდნავ მაინც არის საზოგადოება თავისუფლების მოყვარე.

ამიტომ, ყველა ვინც იტყვის, პატიმარი, რომელიც შეიძლება მოკვდეს ციხეში და თუ ხელისუფლება იტყვის რომ ეს არის მისი ბრალი, თითოეულ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს აჯანყების უფლება აქვს“, – აცხადებს გიგი უგულავა.

კომენტარები

TOP გიგი უგულავა 2022-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიგი უგულავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან ალაფიშვილი: წულუკიანმა პარლამენტში ლომჯარიასთან კამათისას რომ გამოაქვეყნა საკანში პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ის საქმეა

შემდეგი სტატია

მედია: კრემლი ვლადიმერ პუტინის წაქცევასა და “უნებლიე დეფეკაციაზე” გავრცელებულ ცნობას უარყოფს

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

17 ივლ 2018
სამადაშვილი: ამ პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე

სამადაშვილი: ამ პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე

ირაკლი შალიკაშვილი 14 დეკ 2021
„ერთ მშვენიერ დღეს მოადგება ხალხი ამ შენობას და დაიძახებს – კაააა“

„ერთ მშვენიერ დღეს მოადგება ხალხი ამ შენობას და დაიძახებს – კაააა“

06 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge