NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანდრეი კასიანოვი: უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით მოწოდებაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია

ანდრეი კასიანოვი: უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით მოწოდებაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია

06 დეკ 2022 პოლიტიკა 211 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, უკრაინის საელჩოს დღემდე არ მიუღია პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებებზე, რომ ამ გზით აღნიშნულიყო უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა.

„უკრაინას ასევე სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან – რუსეთის ფედერაციისგან“, – აღნიშნა კასიანოვმა.

როგორც მან ასევე განაცხადა, უკრაინას ენერგეტიკული და ელექტრომომარაგების სისტემის აღდგენაში დახმარება სჭირდება.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, – კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში – მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობა შესაბამისი თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა კასიანოვმა.

კომენტარები

TOP ანდრეი კასიანოვი 2022-12-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანდრეი კასიანოვი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აკია ბარბაქაძე: სოხუმი მშვიდობის ქალაქია, ცხინვალი მშვიდობის ქალაქია? ამ მშვიდობით რას მანიპულირებენ?

შემდეგი სტატია

გერმანიის მთავრობა, ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის, 55 მილიონ ევროს გამოყოფს

მსგავსი სტატიები

„ჩვენ მიმოვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ის წვრთნები, რომლებიც ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“

29 სექ 2017
თუ ხელისუფლება გამოვა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით, უგულავას და რურუას განცხადებებმა გახსნა შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს

თუ ხელისუფლება გამოვა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით, უგულავას და რურუას განცხადებებმა გახსნა შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს

ირაკლი შალიკაშვილი 06 მარ 2020
გრიგოლ ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდება

გრიგოლ ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდება

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge