NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აკია ბარბაქაძე: სოხუმი მშვიდობის ქალაქია, ცხინვალი მშვიდობის ქალაქია? ამ მშვიდობით რას მანიპულირებენ?

აკია ბარბაქაძე: სოხუმი მშვიდობის ქალაქია, ცხინვალი მშვიდობის ქალაქია? ამ მშვიდობით რას მანიპულირებენ?

06 დეკ 2022 პოლიტიკა 253 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ რუსული ნარატივი გაეჟღერებინა – გავიგეთ, რომ სამჯერ ვიომეთ და მეოთხედ რომ დაგესხას მტერი, აღარ უნდა იომო?! – თავად სად იომა პრემიერმა, რომ გვაყვედრებს და მრავლობითი რიცხვით იძახის?! – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჩვენ სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ეს საკმარისია“.

ბარბაქაძის თქმით, მას კითხვები აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან, თუ „რა გარანტია აქვთ მათ, რომ ეს მშვიდობა მშვიდობად დარჩება”.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ რუსული ნარატივი გაეჟღერებინა. ეს ხელისუფლება ღიად რუსულ ნარატივებზე ზის. გავიგეთ, რომ სამჯერ ვიომეთ და მეოთხედ რომ დაგესხას, მტერი აღარ უნდა იომო?! ეს დამოკიდებულება ლოგიკაში ჯდება? ვის უთვლი, რას უთვლი? ან თავად სად იომა პრემიერმა, რომ გვაყვედრებს და მრავლობითი რიცხვით იძახის?! თვით ირანის მთავრობაც კი ცდილობს სახელმწიფო ინტერესებისგან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ახალგაზრდები და საკუთარი ქვეყნის მომავალი არ დააზიანოს. ამ კუთხით ეს ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს, რომ თავის მოსახლეობაზე იზრუნოს. იცით რა განსხვავება იმ ავტორიტარულ რეჟიმსა და ამას შორის? ის ირანის ხელისუფლებაა და ეს რუსული ხელისუფლებაა.

ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან კითხვა მაქვს, სოხუმი არის საქართველოს ქალაქი? ცხინვალი არის საქართველოს ქალაქი? სოხუმი მშვიდობის ქალაქია? ცხინვალი მშვიდობის ქალაქია? ამ მშვიდობით რას მანიპულირებენ და რას გვაყვედრიან? რანაირი მშვიდობაა, სადმე ხელმოწერა არის? ვინმემ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ეს მშვიდობა ურყევია? რა გარანტია აქვთ, რომ ეს მშვიდობა მშვიდობად დარჩება? ესენი რას იძახიან, რუსული ხელისუფლება ვართ და კრემლი ჩვენ გვაძლევს გარანტიას, როგორც რუსულ ხელისუფლებას, რომ არ დაგვესხმება თავს? მაშინ გამოვიდნენ და ეს გვითხრან, იქნებ აღარ ვინერვიულოთ და მთელი ერი დავწყნარდეთ.

ეს ხელისუფლება ჩვენ სულ სხვა ლოზუნგით ავირჩიეთ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ავირჩიეთ დასავლური ვექტორით და გარანტიით, რომ ჩვენ დასავლეთისკენ და ნატოსკენ წავიდოდით. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ რუსეთისკენ წავსულიყავით, მათ ასეთი დაპირება არ მოუციათ. ჩვენ ვხედავთ განცხადებებს პარტიის ლიდერებისგან და თანამდებობის პირებისგან, რომლებიც ღიად რუსულ ნარატივს აჟღერებენ და უკრაინის ომმა ეს გააშიშვლა“,- განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

 

 

კომენტარები

TOP აკია ბარბაქაძე ირაკლი ღარიბაშვილი კახა კალაძე 2022-12-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აკია ბარბაქაძე ირაკლი ღარიბაშვილი კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: რას ვერ ვიყოფთ? რაზე ვერ ვთანხმდებით? რას ვერ ვპატიობთ ერთმანეთს?

შემდეგი სტატია

ანდრეი კასიანოვი: უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით მოწოდებაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია

მსგავსი სტატიები

აშშ მიესალმება საქართველოს სამშვიდო ინიციატივებს, მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია

აშშ მიესალმება საქართველოს სამშვიდო ინიციატივებს, მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია

14 აპრ 2018
სოზარ სუბარი: EU-ს წევრობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხობს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას

სოზარ სუბარი: EU-ს წევრობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხობს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას

ნინო ჩხეიძე 05 ოქტ 2022
უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ნინო ჩხეიძე 08 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge