რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ლგბტ პროპაგანდას, სქესის შეცვლასა და პედოფილიას კრძალავს.
კანონი შეეხება რეკლამას, წიგნებს, ფილმებსა და აუდიოვიზუალურ სერვისებს, მისი დარღვევა კი მძიმე ჯარიმებს გამოიწვევს.
ლგბტ პროპაგანდისთვის მოქალაქეებს მოუწევთ 400 ათას რუბლამდე (17 000 ლარი) გადახდა, იურიდიულ პირებს – ხუთ მილიონამდე (214 000 ლარი). უცხოელებს ასევე შეიძლება დაემუქროთ ადმინისტრაციული დაპატიმრება 15 დღით ან დეპორტაცია.
გარდა ამისა, კანონით იკრძალება ისეთი ფილმები, რომლებიც ხელს უწყობენ არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებსა და სქესის შეცვლას.
კომენტარები