NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ლევან იოსელიანი: სამძიმრის გამოხატვა ყველაზე ნაკლებია, რაც შეუძლია ხელისუფლებამ გააკეთოს

ლევან იოსელიანი: სამძიმრის გამოხატვა ყველაზე ნაკლებია, რაც შეუძლია ხელისუფლებამ გააკეთოს

05 დეკ 2022 პოლიტიკა 202 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ არ გინდა, რომ ფარისევლურად იყოს გამოყენებული, მაშინ ნუ მისცემ საბაბს და სამძიმარი თავის დროზე გამოაცხადე, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტს ოპოზიცია „ფარისევლურად“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომ სანამ ძალიან დიდი კრიტიკის ქარცეცხლში არ გაეხვევა, ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ „საბოლოო ჯამში იძულებას ჰგავს ხოლმე ეს ყველაფერი“.

„ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი დაგვიანებული რეაქცია მითუმეტეს, როცა საქმე ეხება გარდაცვლილ ადამიანებს, სამძიმრის გამოხატვა ყველაზე ნაკლებია, რაც შეუძლია ხელისუფლებამ გააკეთოს. მათ ოჯახის წევრებს სჭირდებათ გვერდში დგომა, დახმარება, ამ მებრძოლებს შესაბამისი პატივით დაკრძალვა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება მათ წინაშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ებრძვიან ჩვენ საერთო მტერს, ქვეყანას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააქუცმაცა, 300 ათასზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად, რომელმაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე მოგვიკლა და გაგვიუბედურა. ამ ყველაფრის დავიწყება არ შეიძლება, შეუძლებელია არ გვქონდეს ამ ყველაფერზე მყისიერი რეაქციები.

თუ დააკვირდებით „ქართულ ოცნებას“ ეს ახასიათებს ხოლმე, სანამ ძალიან დიდი კრიტიკის ქარცეცხლში არ მოჰყვება, მანამდე არ დგამს ნაბიჯს და მერე უწევს ნაბიჯის გადადგმაც, დამსახურებული კრიტიკის მიღებაც და ის გადადგმული ნაბიჯიც აღარ ითვლება მის მიერ გადადგმულად, საბოლოო ჯამში იძულებას ჰგავს ხოლმე ეს ყველაფერი. მოტივები და მიზეზები ჩემთვის აუხსნელია, გაუგებარია, რა შეიძლება იყოს, რომ სამძიმრის გამოქვეყნება დააგვიანო. ასეთი რაღაცები შემიმჩნევია ხშირად, რომ საზოგადოების რეაქციას ანიჭებენ მნიშვნელობას და მერე აკეთებენ განცხადებას და დგამენ ნაბიჯს ან უკან იხევენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ყველასათვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ჯანმრთელობის იმ კონდიციაში, როგორიც საპყრობილეში შევიდა.

„უნდა გვესმოდეს, რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ პერსონისადმი, მისი პოლიტიკის მიმართ, პირველ რიგში ის არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება. ერთი რამეა ცხადი, მიხეილ სააკაშვილი არ არის ჯანმრთელობის იმ კონდიციაში, როგორიც შევიდა საპყრობილეში. ეს მოცემულობაა და ამას, მე მგონი, ვერავინ ვერ უარყოფს.

თუ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდა, მე მგონია, რომ სააკაშვილის ფაქტორმა, შეიძლება ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანურად იქნება ძალიან რთული, რომ საქართველოს კიდევ ერთმა პრეზიდენტმა ფატალურად დაასრულოს სიცოცხლე, ეს იქნება ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვისაც მნიშვნელოვანი დამაზიანებელი და შემაფერხებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, თუკი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და საზღვარგარეთ გაშვებაში სასჯელის თავის არიდება იგულისხმება, მაშინ ეს პრობლემაა.

„ის გადაწყვეტილება, რომ სამკურნალოდ იქნება გაშვებული, არ ნიშნავს თავისთავად მის გათავისუფლებას. ნიშნავს, რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოისწოროს და მერე გააგრძელოს სასჯელის მოხდა. თუ მოიაზრებენ, რომ მერე ის სასჯელს თავს აარიდებს, მაშინ ეს ჩემი აზრით პრობლემაა. ერთი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მეორეა სასჯელი, რომელიც მას შეფარდებული აქვს კონკრეტული დანაშაულისთვის. თუ ვამბობთ, რომ სასჯელი უნდა ეპატიოს, ეს შეიძლება იყოს საკამათო, მაგრამ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ მას მიეცეს საშუალება, რომ ბოლომდე აღიდგინოს ჯანმრთელობა, მე ვფიქრობ, რომ აქ საკამათო არაფერი არ არის. დიახ, უნდა გადაუვადდეს და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, თუ მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებდნენ, სასჯელს თავს არ აარიდებდა და ქვეყანაში დაბრუნდებოდა.

„ის ერთხელ უკვე ჩამოვიდა საკუთარი ფეხით და არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ნაბიჯი მეორეჯერაც გადადგას, ყოველ შემთხვევაში მე მის ადგილას ასე მოვიქცეოდი. მე არ მივემალებოდი მართლმსაჯულებას, მით უმეტეს იმ პირობებში თუ ჩემს მიმართ იქნებოდა ასეთი ტიპის ჰუმანური აქტი გამოყენებული, რომ მომეცემოდა საშუალება ქვეყნიდან წავიდე და ჯანმრთელობა გამოვისწორო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

TOP ლევან იოსელიანი 2022-12-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან იოსელიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატი ბრეგაძე: არ არის მართებული, მორალური და ეთიკური, როცა ცდილობენ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ მისი მდგომარეობა

შემდეგი სტატია

ანჟეი დუდა: სალომე ზურაბიშვილს გადავუხადე მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით

მსგავსი სტატიები

ევროპული საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს

ევროპული საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს

ირაკლი შალიკაშვილი 10 აგვ 2020
ოთხშაბათს სესია გავაუქმებინეთ, ხუთშაბათს რკინის ბარიკადებით თვითონ ჩაკეტეს პარლამენტი, დღეს ჩვენს ნაცვლად მათ მოუწიათ ღამის გათენება – ძალიან მაგრად მივდივართ

ოთხშაბათს სესია გავაუქმებინეთ, ხუთშაბათს რკინის ბარიკადებით თვითონ ჩაკეტეს პარლამენტი, დღეს ჩვენს ნაცვლად მათ მოუწიათ ღამის გათენება – ძალიან მაგრად მივდივართ

ირაკლი შალიკაშვილი 29 ნოე 2019
ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა დასრულდება კრახით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიციონირება, დგას ცივილიზებულ სამყაროსთან თუ  რუსეთთან

ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა დასრულდება კრახით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიციონირება, დგას ცივილიზებულ სამყაროსთან თუ რუსეთთან

ირაკლი შალიკაშვილი 25 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

  • ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

    ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში? ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან

  • გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

    გუბაზ სანიკიძე: ვერ გატეხთ ბიჭო! როგორ აგიხსნათ, ვერ გატეხთ ამ სააკაშვილს რა!

  • ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

    ბორის ჯონსონი ზელენსკის: დასაკარგი არაფერია, ყველაფერს მოვიგებთ თვითმფრინავების გაგზავნით

  • “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

    “თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას”

  • რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

    რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით

  • ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

    ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge